ბიტკოინის ღირებულება შემცირებას განაგრძობს

ბიტკოინის კურსი კვლავ დაეცა და 42 000 აშშ დოლარის ნიშნულზე ჩამოვიდა. აღნიშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები.

კრიპტოვალუტის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ყაზახეთში მაინინგ ცენტრების ინტერნეტიდან გათიშვა იყოს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტა 3,25%-ით დაეცა და 41 751 აშშ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Leave a Reply