ბიტკოინის ღირებულება მკვეთრად შემცირდა

მსოფლიოში წამყვანი კრიპტოვალუტის ფასი 43 000 დოლარამდე დაეცა. აღნიშნულის შესახებ იუწყება  CoinDesk.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტა 6.84%-ით დაეცა და 43,225.28 აშშ დოლარს შეადგენს.

კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციამ 816,29 მილიარდი დოლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Leave a Reply