რუსული გაზსადენის, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ოპერატორი კომპანია აცხადებს, რომ ქსელის პირველი ნაწილის მოწყობა ტექნიკურად დასრულებულია და გაზსადენის ბუნებრივი აირით გავსება 11 ივნისს დაიწყება. ამასთან ერთად, გაზსადენის მეორე ნაწილის გაყვანა გრძელდება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. შეგახსნებთ, რომ აშშ-ი, უკრაინა და ბალტიის ქვეყნები აქტიურად ეწინააღმდეგებიან აღნიშნული გაზსადენის გაყვანას, რადგან შიშობენ, რომ ის ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე რუსეთის გავლენას გაზრდის. ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა პროექტში მონაწილე კომპანიებს. ...
Read More »