„როსნეფტის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კვლავ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი იქნება

2 ივნისს გამართულ „როსნეფტის” აქციონერთა წლიურ სხდომაზე დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ გერჰარდ შრიოდერი აირჩიეს.

გერჰარდ შრიოდერი „გაზპრომის” შვილობილი კომპანია „როსნეფტის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე 2017 წლიდანაა.

გერჰარდ შრიოდერი 1998-2005 წლებში გერმანიის კანცლერი იყო. მისი კანცლერობის ბოლო დღეებს უკავშირდება გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი” პროექტის გარშემო რუსეთთან ხელშეკრულებების გაფორმება. კანცლერობის დასრულებისთანავე გერჰარდ შრიოდერი „ჩრდილოეთის ნაკადის” აქციონერთა კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა.

გერჰარდ შრიოდერი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და რუსეთის მიმართ რევენანსებით გამოირჩევა. მან ჯერ კიდევ 2004 წელს პუტინს „უმწიკვლო დემოკრატი” უწოდა.

2007 წელს საბჭოთა ეპოქის სამხედრო მემორიალის ესტონეთის ცენტრიდან სასაფლაოზე გადატანის შესახებ ესტონეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო ესტონეთს და რუსეთს შორის დაწყებულ მძაფრ პოლემიკის დროს მან ღიად დაუჭირა მხარი კრემლს.

2008 წელს მან მთელი პასუხისმგებლობა აგვისტოს ომზე მიხეილ სააკაშვილს დააკისრა, გააკეთა აშკარა მინიშნებები „დასავლეთზე” (აშშ-ზე – „აიპრესი”) და ერთი სიტყვითაც კი არაფერში არ დაუდანაშაულებია რუსეთი.

ყირიმთან დაკავშირებით კომენტარებში შრიოდერი გამუდმებით აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები და გაეროს წესდება ყირიმში ისევე დაირღვა, როგორც კოსოვოში. მისი თქმით, ცივი ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა კავშირის ყოფილ განაპირა რეგიონებში მომხდარმა „უსიამოვნო მოვლენებმა” პუტინში ალყაში მოქცევისადმი გამართლებული შიში გამოიწვია.

1944 წელს დაბადებული გერჰარდ შრიოდერი 2018 წელს მეხუთედ დაქორწინდა. აღსანიშნავია, რომ შრიოდერის ყოველ განქორწინებას დაოყოვნებლის მოსდევდა ახალი ქორწინება. ალბათ, ამის გამოც, შრიოდერს მეოთხე ქორწინების შემდეგ „აუდი კაცი” შეარქვეს. აქვს კიდევ ერთი მეტსახელი – „ბეჭდების მბრძანებელი”.

შრიოდერი მრავალი სახელმწიფოს მიერ არის დაჯილდოებული ორდენით. 2000 წლის 30 მარტს საქართველოში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მას „ოქროს საწმისის ორდენი” გადასცა.

შეგახსენებთ, რომ „როსნეფტმა” აქციონერთა კრებაზე ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარინ კნაისლი, რომლის ქორწილში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ავსტრიაში იმყოფებოდა, დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს

Leave a Reply