Tag Archives: #ნავთობპროდუქტები

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

რუსეთის მარშრუტით ყაზახური ნავთობის მიწოდება შესაძლოა, 4-ჯერ შემცირდეს – როდის გაფორმდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე საბოლოო კონტრაქტი

კასპიის მილსადენის კონსორციუმით (CPC) ყაზახური ნავთობის მიწოდება მსოფლიო ბაზარზე შესაძლოა, 15 მილიონ ტონამდე შემცირდეს. ინფორმაციას „კომერსანტი“ ავრცელებს. როგორც ცნობილია, CPC-ის რუსულმა ოპერატორმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ ყაზახური ნავთობექსპორტის მთავარ მარშრუტზე მიწოდება ისევ შემცირდა, რის მიზეზადაც კონსორციუმმა ნოვოროსიისკში ნავთობის ორი ნავმისადგომის დაზიანება დაასახელა. კონსორციუმი სულ ჩატვირთვის სამ მოწყობილობას იყენებს, რომლიდანაც ორი ერთეულის კორპუსზე მყვინთავებმა აგვისტოში ბზარები აღმოაჩინეს. ამჟამად ჩატვირთვის ოპერაციები მხოლოდ ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  99.48 (+3.00)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  93.67 (+3.31)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ყირგიზეთმა ნავთობპროდუქტების ექსპორტი გაზარდა

2022 წლის იანვარ-ივნისში ყირგიზეთიდან $68,4 მილიონის ნავთობპროდუტების ექსპორტი განხორციელდა,რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 2,5-ჯერ მეტია. ყირგიზეთმა ნავთობპროდუქტები, იანვარ-ვნისში ძირითადად თურქეთში ($26 მილიონი) და ჩინეთში ($9,5 მილიონი) გაყიდა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ყირგიზეთმა ნავთობპროდუქტები მალტაში ($7,1 მილიონი), ბელგიაში ($4,7 მილიონი), ნიდერლანდებში ($4,2 მილიონი) და სხვა ქვეყნებში გაიტანა.

Read More »

ნავთობის ფასი 2%-ით მას შემდეგ დაეცა, რაც ჯო ბაიდენმა ევროპელ ლიდერებთან ირანის ბირთვული შეთანხმება განიხილა

ორშაბათს, 22 აგვისტოს  მას  შემდეგ რაც ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ევროპელ ლიდერებთან ირანის ბირთვული შეთანხმება განიხილა ნავთობის ფასი 2%-ით დაეცა – ამის შესახებ ინფორმაციას  Businessinsider ავრცელებს. მათივე ინფორმაციით Brent – ის ნავთობზე  გლობალური საორიენტაციო ფასი 1,56% -ით დაეცა და ბარელზე  95,21 აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო WTI ნავთობის ფასი 1,43%-ით დაეცა და ბარელზე 89,47 დოლარი  შეადგინა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შაბათ-კვირას ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე ისაუბრა – ...

Read More »

აშშ მომავალ წელს ნავთობის რეკორდული რაოდენობის გამომუშავებას აანონსებს

შეერთებული შტატები ნავთობის მოპოვების რეკორდულ ზრდას გეგმავს. შესაბამისი რიცხვი 2023 წელს არის მოსალოდნელი. ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა ჯენიფერ გრენჰოლმმა განაცხადა. „როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, გლობალურმა ბაზრებმა მილიონობით ბარელი დაკარგა. ვინაიდან ნავთობით ვაჭრობა ხდება გლობალურად, ჩვენ უნდა ავინაზღაუროთ საწვავის დაკარგული რაოდენობა“, – აცხადებს მინისტრი. ენერგეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, 2023 წლისთვის შტატები დღეში 12,7 მილიონ ბარელ ნავთობს გამოიმუშავებს. ახლა ეს მაჩვენებელი 12 ...

Read More »

რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის ყველაზე დიდი იმპორტიორია

ჩინეთის საბაჟო გენერალური ადმინისტრაციის მონაცემებით, რუსეთიდან ნავთობის იმპორტმა 7,15 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 7,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ Reuters წერს. რუსეთმა ჩინეთს ივლისში, დღეში დაახლოებით 1,68 მილიონი ბარელი მიაწოდა. ამჟამად ჩინეთი რუსული ნავთობის ყველაზე დიდი შემსყიდველია. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ნავთობის იმპორტმა რუსეთიდან 48,45 მლნ ტონა შეადგინა, რაც 4,4%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით, მაგრამ მაინც ჩამორჩება საუდის არაბეთს, რომელმაც ჩინეთს ...

Read More »

“ვმუშაობთ ყაზახეთიდან საქართველოს გავლით ტრანზიტული ნაკადების მოზიდვაზე”

მთავრობა ინტენსიურად მუშაობს ყაზახეთიდან საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების ე.წ. შუა კორიდორში, ანუ ტრანსკასპიურ დერეფანში მოზიდვის საკითხზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, მთავრობას უმაღლესი დონის შეხვედრები ქონდა თურქმენეთის, უზბეკეთის, ისე ყაზახეთის ხელმძღვანელობასთან. “ჩვენ ვიხილავდით ზუსტად ამ საკითხებს – როდესაც საუბარია მინერალური რესურსებით მდიდარი ქვეყნების საქართველოს დერეფნით მეტად დაინტერესებაზე. ამაზე ძალიან კონკრეტული მოლაპარაკებები შედგა უზბეკეთში, თურქმენეთში და მათ შორის ყაზახეთშიც. ...

Read More »

ეკონომიკის შენელების ფონზე, ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის 22 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  94.64 (-2.08)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  88.91 (-1.86)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
საწვავის ფასები სხვადასხვა ქვეყნებში (ფასების ცხრილი)

CNN – ამერიკაში 3-დოლარიანი საწვავის პერსპექტივა არც ისე შორსაა

აშშ-ში ბენზინის ფასები ვარდნას განაგრძობს. ექსპერტების ვარაუდით, წლის ბოლომდე ერთი გალონის ფასმა შესაძლოა, 3 დოლარიც შეადგინოს. ერთი გალონის საშუალო მაჩვენებელი ორშაბათს 3,96 დოლარი იყო, რაც მხოლოდ ერთი ცენტით ნაკლები იყო, ვიდრე კვირას. მიუხედავად ამისა, კლებამ შეინარჩუნა გაზის ფასების შემცირების ზედიზედ 62-დღიანი ჯაჭვი. 28 შტატში რეგულარის საშუალო ფასი ახლა 3.99 დოლარი ან ნაკლებია. ქვეყნის მასშტაბით 130 000 ბენზინგასამართი სადგურიდან დაახლოებით ორი ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96.31 (-0.28)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  90.45 (-0.05)  დოლარი/ბარელზე.

Read More »