ნავთობის ფასი 2%-ით მას შემდეგ დაეცა, რაც ჯო ბაიდენმა ევროპელ ლიდერებთან ირანის ბირთვული შეთანხმება განიხილა

ორშაბათს, 22 აგვისტოს  მას  შემდეგ რაც ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ევროპელ ლიდერებთან ირანის ბირთვული შეთანხმება განიხილა ნავთობის ფასი 2%-ით დაეცა – ამის შესახებ ინფორმაციას  Businessinsider ავრცელებს. მათივე ინფორმაციით Brent – ის ნავთობზე  გლობალური საორიენტაციო ფასი 1,56% -ით დაეცა და ბარელზე  95,21 აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო WTI ნავთობის ფასი 1,43%-ით დაეცა და ბარელზე 89,47 დოლარი  შეადგინა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შაბათ-კვირას ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე ისაუბრა – ამის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა, მათივე ინფორმაციით შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, ირანი სავარაუდოდ გააგრძელებს ნავთობის მოპოვებას და ექსპორტს, რაც ბაზარზე დამატებთ მიწოდებას უზრუნველყოფ, რადგან მსოფლიო ენერგო დეფიციტს  ებრძვის.

ევროკავშირი  აშშ-ის  წინა პრეზიდენტის  დონალდ  ტრამპის მიერ გაუქმებული ხელშეკრულების  აღდგენას  ცდილობს, რომლის  თანახმადაც ირანი დაჰპირდა, რომ სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ბირთვულ ამბიციებს  შეზღუდავდა.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply