შეერთებული შტატები ნავთობის მოპოვების რეკორდულ ზრდას გეგმავს. შესაბამისი რიცხვი 2023 წელს არის მოსალოდნელი. ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა ჯენიფერ გრენჰოლმმა განაცხადა.
„როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, გლობალურმა ბაზრებმა მილიონობით ბარელი დაკარგა. ვინაიდან ნავთობით ვაჭრობა ხდება გლობალურად, ჩვენ უნდა ავინაზღაუროთ საწვავის დაკარგული რაოდენობა“, – აცხადებს მინისტრი.
ენერგეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, 2023 წლისთვის შტატები დღეში 12,7 მილიონ ბარელ ნავთობს გამოიმუშავებს. ახლა ეს მაჩვენებელი 12 მილიონია.
გრენჰოლმმა დასძინა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, ნავთობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფის შესახებ, ფასების შემცირების გასაღებია.