Tag Archives: #ევროკავშირი

OPEC ევროკავშირს: რუსული ნავთობის ჩანაცვლება „თითქმის შეუძლებელია“

OPEC-ის გენერალური მდივნის ბარკინდოს თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და სხვა შეზღუდვების შედეგად მსოფლიო ბაზარმა შეიძლება დაახლოებით 7 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი დაკარგოს დღე/ღამეში. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა შესაძლოა გამოიწვიოს ნავთობის მიწოდების ერთ-ერთი ყველაზე უარესი შეფერხება ისტორიაში, დაკარგული მოცულობის ანაზღაურება შეუძლებელია. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა და სხვა შეზღუდვების შედეგად მსოფლიო ბაზარმა შეიძლება დაკარგოს დაახლოებით 7 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი და ...

Read More »

რუსული ნავთობის ექსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით, ევროკავშირი სანქციების მე-6 პაკეტს ამზადებს

რუსული ნავთობის ექსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით, ევროკავშირი სანქციები მე-6 პაკეტს ამზადებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. კითხვაზე რუსეთის ლიდერთან დიალოგის შესაძლებლობის შესახებ, ლანდსბერგისმა თქვა, რომ მან დაინახა მრავალი გულწრფელი ძალისხმევა გავლენიანი ევროპელი ლიდერების მხრიდან ასეთი მოლაპარაკებების გასამართად, მაგრამ ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის პრეზიდენტის მოლაპარაკებების შესაძლებლობას, კერძოდ, იურიდიულად განიხილავს მის პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდებოდა. ...

Read More »

IEA ნავთობის მოხმარების შემცირების 10-პუნქტიან გეგმას გვთავაზობს

რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეული გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, IEA წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირების 10-პუნქტიან გეგმას გვთავაზობს, რომელიც ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულების შესარბილებლად შემუშავდა. მასში ასევე მოცემულია თუ ხსენებულ ღონისძიებებსა და ქმედებებს რა კონკრეული ზეგავლენა და ეფექტი ექნება უახლოეს მომავალში. ასოციაციაში აცხადებენ, რომ გარდა  მყისიერი შედეგისა, ხსენებული გეგმა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გრძელვადიან პერსპექტივაში ნავთობზე დამოკიდებულებისაგან სრულად თავის დაღწევაშიც:   ნაბიჯი 1: ...

Read More »

513 ხმით 22-ის წინააღმდეგ ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის სრულ ემბარგოს ითვალისწინებს

513 ხმით 22-ის წინააღმდეგევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის სრულ ემბარგოს ითვალისწინებს რეზოლუციაში ევროპარლამენტარები ასევე აღშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკეების გამო და გამოდიან მოწოდებით,  უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად შეიქმნას გაერო-ს სპეციალური ტრიბუნალი. ევროპელი კანონმდებლები ასევე ითხოვენ უკრაინისადმი იარაღის მიწოდების გაზრდას, რათა უკრაინამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ...

Read More »
“როსნეფტის” 19.5%-იანი წილი შესაძლოა ჩინურმა და ინდურმა კომპანიებმა შეიძინონ

ჩინეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები რუსული „შავი ოქროს“ შესყიდვის შესახებ ახალი კონტრაქტების გაფორმებისგან თავს იკავებენ

ჩინეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები რუსული „შავი ოქროს“ შესყიდვის შესახებ ახალი კონტრაქტების გაფორმებისგან თავს იკავებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი ჩინური ქარხნები რუსეთიდან ნავთობის შესყიდვის თაობაზე გაფორმებულ ყველა ძველ კონტრაქტს ასრულებენ, თუმცა ახალ გარიგებებს თავს არიდებენ. როგორც მედია აღნიშნავს, ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც რუსული ნავთობი ამჟამად ფასდაკლებით იყიდება. როგორც სააგენტოს ექვსმა ანონიმურმა წყარომ განუცხადა, საუბარია ...

Read More »

ბორელი: 1 მილიარდი ევროთი დავეხმარეთ უკრაინას, რუსეთს ამდენივეს ყოველდღიურად ენერგიისთვის ვუხდით

“1 მლრდ ევრო მივეცით უკრაინას, ამდენივეს ყოველდღე ვუხდით პუტინს ენერგორესურსებში”, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად უკრაინისთვის გაწეული ფინანსური დახმარებისა, კოლოსალურია სხვაობა რუსეთის ენერგორესურსებში გადახდილ თანხებს შორის. „ჩვენ უკრაინას 1 მილიარდი ევრო მივეცით, შეიძლება, ბევრად მოგვეჩვენოთ, მაგრამ 1 მილიარდი ევრო არის ის თანხა, ...

Read More »
კლიმატის ცვლილებაზე თბილისში ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია ჩატარდება

გაეროს გენერალური მდივნის შეფასებით, კლიმატის ცვლილებების მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა

გაეროს გენერალური მდივნის შეფასებით, გლობალური დათბობა იმაზე ორჯერ უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე 2015 წელს პარიზში ქვეყნების მთავრობების შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. მეცნიერები თანხმდებიან, რომ ადამიანთა უმოქმედობა კატასტროფულად აისახება კლიმატზე. თუმცა მიაჩნიათ, რომ ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ვითარება გამოსწორდეს. მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები აცხადებენ, რომ დედამიწაზე ტემპერატურა სახიფათო ნიშნულს მიაღწევს, თუ არ შემცირდება სასათბურე აირების ემისიები იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს მსოფლიოს ...

Read More »

ევროკავშირმა რუსეთს სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა, რომელთა შორის ნახშირის იმპორტის აკრძალვაა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ის სანქციები გააჟღერა, რომლებიც ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების მეხუთე პაკეტში. მათ შორისაა რუსეთიდან ნახშირის იმპორტის აკრძალვა (წელიწადში 4 მილიარდი ევროს მოცულობით); სრული აკრძალვა რუსეთის 4 წამყვან ბანკთან, მათ შორის VTB-სთან ტრანზაქციებზე; რუსეთის გემების ევროკავშირის პორტებში შესვლა (გამონაკლისია საკვები პროდუქტების, ჰუმანიტარული დახმარების და ენერგომატარებლების მიწოდება); ევროკავშირში რუსული და ბელორუსულ სატრანსპორტო ოპერატორების მუშაობის აკრძალვა; რუსეთიდან სხვადასხვა ...

Read More »

იტალია რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს მხარს უჭერს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ ბუჩაში მომხდარი სისასტიკის შემდეგ, იტალია მხარს დაუჭერს სანქციებს რუსული გაზის წინააღმდეგ,– ამის შესახებ მან ზაგრებში ხორვატ და სლოვენიელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „იტალია არ დაადებს ვეტოს რუსული გაზის შესახებ სანქციებს“, – თქვა მან. იტალიის ბაზარი ბუნებრივი აირის 40%-ით რუსეთიდან მარაგდება, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ის ცდილობს ალტერნატივის პოვნას და მარაგების ...

Read More »

გარემოსდაცვითი ჯგუფები აშშ-ს მიერ EU-სთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას აპროტესტებენ

გარემოსდაცვითი ჯგუფები აპროსტესტებენ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, ევროკავშირის ქვეყნებს 15 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდოს. ბუნებრივი აირის რაოდენობა, რომელსაც აშშ EU-ს მიაწვდის, იმის მეათედია, რასაც ევროკავშირი ახლა რუსეთიდან იღებს. დაგეგმილია, რომ აშშ-დან გაზის ექსპორტი მეტად გაიზრდება – ევროკავშირის მიზანია, აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან 50 მლრდ. კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიიღოს, რათა რუსეთზე აღარ იყოს დამოკიდებული. გადაწყვეტილება ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ...

Read More »