ევროკავშირმა რუსეთს სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა, რომელთა შორის ნახშირის იმპორტის აკრძალვაა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ის სანქციები გააჟღერა, რომლებიც ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების მეხუთე პაკეტში.

მათ შორისაა რუსეთიდან ნახშირის იმპორტის აკრძალვა (წელიწადში 4 მილიარდი ევროს მოცულობით); სრული აკრძალვა რუსეთის 4 წამყვან ბანკთან, მათ შორის VTB-სთან ტრანზაქციებზე; რუსეთის გემების ევროკავშირის პორტებში შესვლა (გამონაკლისია საკვები პროდუქტების, ჰუმანიტარული დახმარების და ენერგომატარებლების მიწოდება); ევროკავშირში რუსული და ბელორუსულ სატრანსპორტო ოპერატორების მუშაობის აკრძალვა; რუსეთიდან სხვადასხვა საქონლის იმპორტზე აკრძალვა; რუსული კომპანიების მონაწილეობის დაკრძალვა ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვებში და რუსეთის სახელმწიფო ორგანოებისთვის ყველანაირი ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტა. ამასთან, დამატებითი შეზღუდვები დაწესდება ფიზიკური პირებისთვის.

„ასევე ვმუშაობთ დამატებით სანქციებზე, მათ შორის ნავთობის იმპორტთან დაკავშირებით“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

Leave a Reply