Tag Archives: #ნავთობკომპანიები

ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

ნავთობის ფასი არანორმალურ ნიშნულზეა, პრობლემებს ვერც საქართველო გაექცევა

გლობალურ სანავთობო ბირჟებზე ისეთი დაძაბულობაა, რაც ბოლო წლებში მსოფლიოს არ ახსოვს. შავი ოქროს ღირებულებამ ლამის 90 დოლარს გადააჭარბოს, რაც ბოლო წლების გაუგონარი ფასია. ამის ძირითადი მიზეზი უკვე არა პანდემია, არამედ ნავთობმწარმოებელ ქვეყნებში სამხედრო დაპირისპირებებია. რამდენიმე დღის წინ იემენელმა ამბოხებულებმა არაბთა გაერთიანებული საემიროების, აბუ-დაბის ერთ-ერთ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად აფეთქდა სამი შემნახველი რეზერვუარი, რამაც სამი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა 92 აშშ დოლარს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,13%-ით, 1,93 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 92,49 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
ნავთობის მსოფლიო ფასები უკვე 27 დოლარს ჩამოსცდა

IEA: დეკემბერში ნავთობის მსოფლიო მოპოვება გაიზარდა

2021 წლის დეკემბრის თვეში ნავთობის მსოფლიო მოპოვება ნოემბრის თვესთან შედარებით გაიზარდა 130 ათასი ბარელით/დღეში – 98,6 მლნ ბარელამდე/დღეში, საერთაშორისო ენერგეტული სააგენტოს (IEA) იანვრის თვის ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „დეკემბერში ნავთობის მსოფლიო მოპოვება გაიზარდა 130 ათასი ბარელით/დღეში 98.6 მილიონ ბარელამდე/დღეში, მას შემდეგ რაც ეკვადორში, ლიბიასა და ნიგერიაში მოპოვების 400 000 ბარელით/დღეში ერთობლივი კლების კომპენსირება მოხდა ნაწილობრივ აშშ-დან, საუდის არაბეთიდან, ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 19 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  88.44 (+ 0.93)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86.96 (+  1.53)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა 90 აშშ დოლარს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,8%-ით, 0,72 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 90,56 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

„გოლდმენ საქსი“ – ნავთობის ფასი 100 დოლარს გადააჭარბებს

საინვესტიციო ბანკ „გოლდმენ საქსის“ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში, ნავთობის მარაგების კლება გაგრძელდება, თუმცა კლების ტემპი დაიკლებს. ამასთან, გლობალურ ბაზარზე ნავთობის სიჭარბე, მეორე კვარტალში სეზონურ მაჩვენებელზე ნაკლები (დღეში 0.4 მილიონი ბარელი) იქნება. ეს ყველაფერი კი ნავთობზე ფასის ზრდის გაგრძელებას გამოიწვევს. „მოთხოვნასა და მიწოდებას შორის სხვაობის განახლებული მონაცემების საფუძველზე, გრძელვადიან პერიოდში, ბარელი ნავთობის ფასი 90 დოლარს მიაღწევს. შესაბამისად, 2023 ...

Read More »

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ნავთობსადენი აფეთქდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის რაიონში ნავთობსადენზე აფეთქება მოხდა. TRT Haber-ის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი უცნობია. შემთხვევის ადგილზე სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. ხანძარი კაჰამანმარაშ-გაზიანთეპის გზატკეცილზეც გავრცელდა. ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებულია. ოლქის გუბერნატორმა, ომარ ფარუკ ჯოშგუნმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ამჟამად, დასახლებებს საფრთხე არ ემუქრება“.

Read More »
დოლარის გაუფასურების ფონზე ნავთობი გაძვირდა

„ბრენტის“ ტიპის ბარელი ნავთობის ფასმა 7 წლის განმავლობაში პირველად 88 დოლარს მიაღწია

„ბრენტის“ ტიპის ბარელი ნავთობის ფასმა 2014 წლის შემდეგ პირველად 88 დოლარს მიაღწია. „ბრენტის“ ნავთობის ფიუჩერსული ვაჭრობის ფასი ლონდონის ბირჟაზე 1.76 პროცენტით გაიზარდა და 2022 წლის მარტის მიწოდებისთვის ბარელი ნავთობის ფასმა 88 დოლარი შეადგინა. „ბრენტის“ ბარელი ნავთობი 88 დოლარი ბოლოს 2014 წლის ოქტომბერში ღირდა. „როიტერი“ წერს, რომ ნავთობის გაძვირება დაკავშირებულია მიწოდების შესაძლო შეფერხების საფრთხესთან, რადგან იემენის შიიტმა ჰუსიტებმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ნავთობისგადამტან ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

საავიაციო ნავთის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, საავტომობილო ზეთების იმპორტი კი – შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2021 წლის იანვარ-დეკემბრის  თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 18,86 ათასი ტონა, რაც 0,22 ათასი ტონით ანუ 1,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,08 ათასი ტონა) შედარებით. 2021 წლის 12 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან – 3,24 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 17,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი – 3,13 ათასი ტონა (16,6%), რუსეთი – 2,76 ათასი ტონა (14,6%);  გერმანია – 1,69 ათასი ტონა (9%) და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ საწვავის იმპორტი ...

Read More »

ლიბიის ნაციონალური ნავთობკორპორაცის მოგებამ 2021 წელს 21,6 მლრდ დოლარი შეადგინა

ლიბიის ნაციონალური ნავთობკორპორაციის სუფთა მოგებამ 2021 წელს შეადგინა 21,6 მილიარდი დოლარი, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. განცხადების თანახმად, ლიბიის ნაციონალური ნავთობკორპორაციის ფინანსური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ნოემბერსა და დეკემბერში მთელ მსოფლიოში ნავთობპროდუქტებზე ფასების სწრაფი ზრდის გამო. 2021 წლის ბოლო ორი თვის განმავლობაში სუფთა მოგებამ შეადგინა 4,3 მილიარდი დოლარი. ”2021 წლის ბოლოს ნავთობის ფასებმა მიაღწია ყველაზე დიდ წლიურ ზრდას 2016 ...

Read More »