2021 წლის დეკემბრის თვეში ნავთობის მსოფლიო მოპოვება ნოემბრის თვესთან შედარებით გაიზარდა 130 ათასი ბარელით/დღეში – 98,6 მლნ ბარელამდე/დღეში, საერთაშორისო ენერგეტული სააგენტოს (IEA) იანვრის თვის ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
„დეკემბერში ნავთობის მსოფლიო მოპოვება გაიზარდა 130 ათასი ბარელით/დღეში 98.6 მილიონ ბარელამდე/დღეში, მას შემდეგ რაც ეკვადორში, ლიბიასა და ნიგერიაში მოპოვების 400 000 ბარელით/დღეში ერთობლივი კლების კომპენსირება მოხდა ნაწილობრივ აშშ-დან, საუდის არაბეთიდან, ნორვეგიიდან, კანადიდან და OPEC+-ის სხვა ქვეყნებიდან მიწოდების გაზრდით. “, – ნათქვამია ანგარიშში.
დეკემბერში ოპეკის ქვეყნების ნავთობის მოპოვება ოქტომბერთან შედარებით 190 000 ბარელით გაიზარდა – 27,99 მლნ ბარელამდე/დღეში.
IEA-მა უცვლელი დატოვა 2022 წლის პროგნოზი ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით ქვეყნებში, რომლებიც არ შედიან OPEC + ალიანსში, ნათქვამია სააგენტოს იანვრის ანგარიშში.
სააგენტო ვარაუდობს, რომ მომავალ წელს მოპოვების ძირითადი ზრდა იქნება აშშ-ის, კანადისა და ბრაზილიის ხარჯზე.