საინვესტიციო ბანკ „გოლდმენ საქსის“ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში, ნავთობის მარაგების კლება გაგრძელდება, თუმცა კლების ტემპი დაიკლებს. ამასთან, გლობალურ ბაზარზე ნავთობის სიჭარბე, მეორე კვარტალში სეზონურ მაჩვენებელზე ნაკლები (დღეში 0.4 მილიონი ბარელი) იქნება. ეს ყველაფერი კი ნავთობზე ფასის ზრდის გაგრძელებას გამოიწვევს.
„მოთხოვნასა და მიწოდებას შორის სხვაობის განახლებული მონაცემების საფუძველზე, გრძელვადიან პერიოდში, ბარელი ნავთობის ფასი 90 დოლარს მიაღწევს. შესაბამისად, 2023 წლისთვის ბრენტ მარკის ბარელ ნავთობზე ჩვენი პროგნოზი 105 დოლარი იქნება“, – ნათქვამია ბანკის პროგნოზში.
ამასთან, ბანკი განმარტავს, რომ ნავთობის უკმარისობის მიზეზით, ნედლეულის წელსვე 100 დოლარზე მეტად გაძვირება, მოსალოდნელი არ არის. ამას ის გარემოებაც განაპირობებს, რომ ომიკრონის სწრაფი გავრცელების გამო, მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე, იანვარ-თებერვალში დღიური მოთხოვნა 0.7 მილიონი ბარელით დაიკლებს.
2022 წლის პირველი კვარტლის პროგნოზით, მსოფლიო ბაზარზე დღიური მოთხოვნა 100.1 მილიონი ბარელის დონეზე იქნება, მეორე კვარტალში კი ეს მაჩვენებელი 100.0 მილიონ ბარელამდე დაიკლებს. ეს კი საშუალო სეზონურ კლებაზე ნაკლებია. წლის მეორე ნახევარში კი მოთხოვნა 101.5 მილიონ ბარელამდე გაიზრდება.
წყარო: bpn.ge