ლიბიის ნაციონალური ნავთობკორპორაციის სუფთა მოგებამ 2021 წელს შეადგინა 21,6 მილიარდი დოლარი, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
განცხადების თანახმად, ლიბიის ნაციონალური ნავთობკორპორაციის ფინანსური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ნოემბერსა და დეკემბერში მთელ მსოფლიოში ნავთობპროდუქტებზე ფასების სწრაფი ზრდის გამო. 2021 წლის ბოლო ორი თვის განმავლობაში სუფთა მოგებამ შეადგინა 4,3 მილიარდი დოლარი.
”2021 წლის ბოლოს ნავთობის ფასებმა მიაღწია ყველაზე დიდ წლიურ ზრდას 2016 წლის შემდეგ, რასაც ხელი შეუწყო მსოფლიო ეკონომიკის აღდგენამ კოროვირუსული ეპიდემიით გამოწვეული სტაგნაციის შემდეგ. მოსალოდნელია, რომ ფასების ზრდა გაგრძელდება, თუ არ შეიცვლება ბაზრის ფუნდამენტალური საფუძვლები და არ გაიზრდება გლობალური ინვესტიციები მოპოვებასა და გადამუშავებაში“, – აღნიშნა კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მუსტაფა სანალმა განცხადებაში.
განცხადებაში ასევე არნიშნულია, რომ დღეისათვის ნავთობის მოპოვების საერთო ოდენობამ მიაღწია 1,045 მილიონ ბარელს/დღეში.