Tag Archives: #ნავთობი

ოპეკი ნავთობის ფასის ზრდას გეგმავს

2021 წლის I ნახევარში OPEC-ი ნავთობის ბაზარზე რისკებს პროგნოზირებს

OPEC-ის გენერალური მდივანი მუჰამედ ბარკინდო, 2021 წლის პირველ ნახევარში, ნავთობის ბაზარზე რისკების არსებობას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, ეს ძირითადად კორონავირუსის ახალი შტამით იქნება გამოწვეული. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „მიუხედავად იმისა, რომ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, მსოფლიოს მასშტაბით, ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებლად ითვლება, ვშიშობთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი 2021 წლის პირველ ნახევარში ნავთობის ბაზარზე რისკებს გაზრდის“, – განაცხადა ბარკინდომ. მისი თქმით, გლობალური ეკონომიკური ...

Read More »

მოსალოდნელია თუ არა საწვავზე ფასის მატება იანვარში?

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ნავთობზე ფასების მატება მოსალოდნელია. მისი თქმით, ეს განპირობებულია იმით, რომ პანდემიის დაძლევის მოლოდინები ოპტიმისტურია. „ნავთობის ფასი გასულ წელს ისტორიულად ერთ-ერთ დაბალ ნიშნულზე იყო. განსაკუთრებით მარტ-აპრილში, ზოგადად მთელი წელი სანავთობე ინდუსტრიისთვის იყო უაღრესად ნეგატიური, ვინაიდან ფასები იყო ძალიან დაბალი, რაც განპირობებული იყო პანდემიით. ნოემბრიდან როდესაც დააანონსეს, რომ ვაქცინა უკვე გამოჩნდებოდა, და გაჩნდა პოზიტიური მოლოდინები, ...

Read More »

საუდის არაბეთში გაზისა და ნავთობის 4 ახალი საბადო აღმოაჩინეს

საუდის არაბეთმა სამეფოს სხვადასხვა ტერიტორიაზე გაზისა და ნავთობის 4 ახალი საბადო აღმოაჩინა. როგორც ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ აზიზ ბენ სალმან ალ საუდმა განაცხადა, ამჯერად Saudi Aramco მუშაობს ახალ საბადოებზე მარაგების მოცულობისა და ფართობის დასადგენად. „არატრადიციული ნავთობი აღმოჩნდა ერ-რიშის საბადოზე დაჰრანის ჩრდილო-დასავლეთით. იქ ნომერ მეორე ჭაბურღილიდან ყოველდღიურად გადმოდის 4452 ბარელი მსუბუქი არაბული ნავთობი და 3,2 მილიონი ფუტი (90614 კუბური მეტრი) ბუნებრივი ...

Read More »

OPEC + ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების აღდგენა დაიწყეს

OPEC + ალიანსი ცხრა თვიანი მოპოვების შემცირების შემდეგ კვლავ იწყებს მის გაზრდას, იუწყება TASS. აღდგენის ტემპები დაბალი იქნება – ზრდა არ უნდა აღემატებოდეს 0,5 მილიონ ბარელს დღეში. ამგვარი მექანიზმის საშუალებით, ექსპორტიორი ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც მსოფლიო ბაზრის 40% -ს შეადგენს, გეგმავს მიწოდების კონტროლს. და თუ სიტუაცია გაუარესდება, აღნიშნული შეაჩერებს ახალი ჭაბურღილების ექსპლუატაციის პროცესს. OPEC + ქვეყნები 2021 წლის იანვარში გაზრდიან ნავთობის ...

Read More »

ნავთობის ბაზარზე 10 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი წელი დაფიქსირდა

ბოლო 10 წლის განმავლობაში ნავთობკომპანიებისა და ბაზრისთვის ეს წელი ყველაზე ცუდი იყო, წერს The Wall Street Journal. მხოლოდ პირველ ცხრა თვეში ნავთობის მწარმოებლებმა ჩამოწერეს 145 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები. მაგალითად, 2015 წელს ეს თანხა ორჯერ ნაკლები იყო (72,1 მილიარდი დოლარი). მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ სტატისტიკურ მონაცემებში არ შედის ExxonMobil– ის ჩამოწერილი 20 მილიარდ დოლარი (აღნიშნული მოხდება მეოთხე კვარტალში), ისევე არაა ...

Read More »

ნავთობპროდუქტების სექტორის 2020 წლის მიმოხილვა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წელი ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორისათვის, ისევე როგორც ყველა ბიზნეს-ინდუსტრიისათვის მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდებოდა. როგორც იმპორტიორთა კავშირში ამბობენ, უმთავრესი გამოწვევა რა თქმა უნდა, არის პანდემია COVID-19. „წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობის მიერ, ქვვეყანაში დაწესებულმა სხვადასხვა სახის შეზღუდვებმა ბუნებრივად გამოიწვია სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვა, რამაც მოახდინა საწვავის მოხმარების შემცირება და შესაბამისად, საწვავის გაყიდვების მაჩვენებლის კლება. მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო საქართველოს ეროვნული ...

Read More »

ჩინეთი სულ უფრო მეტ ნავთობსა და გაზს მოიპოვებს

ზედიზედ მეოთხე წელია, ჩინეთში გაზის მოპოვება იზრდება 10 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტით წელიწადში. 2021 წელს ბუნებრივი გაზის მოპოვება სავარაუდოდ 186 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბებს, თქვა ჩინეთის სახელმწიფო ენერგეტიკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჩანგ ძიანჰუამ. ჩინეთის ენერგო სემინარზე სიტყვით გამოსვლისას, ჩანგ ძიანჰუამ ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ჩინეთში ნედლი ნავთობის წარმოება ზედიზედ ორი წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება და წელს 194 მილიონ ტონას მიაღწია. ...

Read More »

რუსეთში ნავთობის მოპოვება 8.4%-ით შემცირდება

2020 წლის შედეგებით ნავთობის მოპოვება რუსეთში  8.4%-ით შემცირდება წინა წელთან შედარებით, 514 მილიონი ტონამდე, ხოლო გაზის – 5%-ით, დაახლოებით 700 მილიარდ კუბურ მეტრამდე. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე. “რაც შეეხება ნავთობის მოპოვების მაჩვენებლებს, წელს ჩვენ გავალთ დაახლოებით 514 მილიონ ტონაზე, რაც 8.4%-ით ნაკლებია, ვიდრე გასულ წელს, ”- თქვა მან. ნავთობის მოპოვების შემცირება უკავშირდება ...

Read More »
საქართველოში საწვავის იმპორტი 12,3%-ით გაიზარდა

საქართველოში საწვავის იმპორტის $235 მლნ-ით შემცირდა

როგორც მოსალოდნელი იყო, კრიზისის პერიოდში იმპორტი ექსპორტზე მეტად შემცირდა. იანვარ-ნოემბერში საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოტანილმა პროდუქციის ღირებულებამ $7.186 მლრდ შეადგინა, რას გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით 15.9%-ით ანუ $1.358 მლრდ-ით ნაკლებია. ტოპ 10 საიმპორტო პარტნიორიდან სომხეთისა და ბრაზილიის გარდა იმპორტი ყველა სახელმწიფოდან შემცირებულია. 13.4%-იანი კლების მიუხედავად $1.258 მლრდ-ით თურქეთი უცვლელ პირველ ადგილს იკავებს, მეორე ადგილზე რუსეთია, საიდანაც 9.2%-იანი კლების შემდეგ $789 მლნ-ის ...

Read More »
ნავთობის ფასი 40 დოლარზე დაბლა დაეცა

აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 562 ათასი ბარელით შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 562 ათასი ბარელით შემცირდა და შეადგინა 499.534 მლნ ბარელი. ბენზინის მარაგები შემცირდა 1125 ათასი ბარელით და შეადგინა 237,754 მლნ ბარელი.დისტილატების მარაგები შემცირდა 2325 ათასი ბარელით და შეადგინა 148,934 მლნ ბარელი.

Read More »