ზედიზედ მეოთხე წელია, ჩინეთში გაზის მოპოვება იზრდება 10 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტით წელიწადში. 2021 წელს ბუნებრივი გაზის მოპოვება სავარაუდოდ 186 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბებს, თქვა ჩინეთის სახელმწიფო ენერგეტიკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჩანგ ძიანჰუამ.
ჩინეთის ენერგო სემინარზე სიტყვით გამოსვლისას, ჩანგ ძიანჰუამ ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ჩინეთში ნედლი ნავთობის წარმოება ზედიზედ ორი წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება და წელს 194 მილიონ ტონას მიაღწია. მისი განცხადებით, ისტორიული პროგრესი მიღწეულია „ჩანგპინგის“, „ბოჰაო ბეისა“ და „ტარიმის“ საბადოებში აღმოჩენილი მარაგების წყალობით.
ამას გარდა, რუსული CNN იუწყება რომ, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წილმა ჩინეთის ენერგეტიკაში უკვე გადააჭარბა 65% -ს, ენერგიის არაწიაღისეული წყაროების წილმა ენერგიის მოხმარების მთლიან მოცულობაში 15,8% შეადგინა, ბუნებრივი გაზის მოხმარების წლიურმა ზრდის ტემპმა 10% -ს გადააჭარბა, ხოლო ელექტროენერგიის წილი საბოლოო ენერგიის მოხმარებაში დაახლოებით 27% -მდე გაიზარდა.