Tag Archives: #ნავთობი

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,89 მლნ ბარელით შემცირდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცაზე დაყრდნობით, “ნავთობპროდუტების იმპორტიორთა კავშირი” ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგების შესახებ: გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,89 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 492,423 მლნ ბარელი. ბენზინის მარაგები გაიზარდა 0,31 მილიონი ბარელით  და შეადგინა  234,897 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 2,08 მილიონი  ბარელით  და შეადგინა 143,464 მლნ ბარელი. ნავთობის იმპორტი აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა 1 მლნ ...

Read More »

საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების პროგნოზი გაზარდა

“ნავთობპროდუტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ (IEA) გაზარდა ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების პროგნოზი 2021 წელს 230 ათასი ბარელით/დღე-ღამეში. სააგენტო ახლა პროგნოზირებს მოთხოვნილებას 96,7 მლნ ბარელის ოდენობით/დღე-ღამეში, რაც 5,7 მლნ ბარელით მეტია 2020 წელთან შედარებით, ნათქვამია  IEA-ის მოხსენებაში. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში სუსტი მონაცემების მიუხედავად, წლიური პროგნოზი გაიზარდა გაუმჯობესებული ეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით. ამავდროულად, მოთხოვნილების აღდგენა კვლავ არასტაბილურია, რადგან რიგ მომხმარებელ- ქვეყნებში იზრდება ...

Read More »
ძლიერი დოლარი და ჩინეთის პრობლემები ნავთობს კიდევ უფრო აიაფებს

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” ცნობით, 2021 წლის  14 აპრილის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  66.58  (+  2.91) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  63.15 (+ 2.97)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ჩინეთმა წლის დასაწყისში ნავთობისა და გაზის იმპორტი გაზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში ჩინეთმა გაზარდა ნავთობის იმპორტი 9.5% -ით, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბუნებრივი აირი – 19,6% -ით, ხოლო ნახშირის იმპორტი 28,5% -ით შემცირდა. მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეებში  ჩინეთმა 139,2 მილიონი ტონა ნავთობის იმპორტი განახორციელა. ღირებულების თვალსაზრისით, საზღვარგარეთ ნედლი ნავთობის შეძენა ჩინეთს  56.6 მილიარდი დოლარი დაუჯდა, რაც 3.9% ნაკლებია გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით. მარტის თვეში  ჩინეთმა 22,21 მილიარდ დოლარად შემოიტანა 49,65 მილიონი ტონა ნავთობი. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინეთში ბუნებრივი გაზის იმპორტმა შეადგინა 29,38 მლნ ტონა 10,3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულებით (ფასის მიხედვით – 7,3% -ით გაიზარდა გასული წლის იანვარ-მარტთან შედარებით).

Read More »
ოპეკი ნავთობის ფასის ზრდას გეგმავს

ოპეკი 2021 წელს ნავთობის მოპოვების ზრდის მთავარ მამოძრავებლებს ასახელებს

ოპეკის აპრილის თვის ანგარიშზე დაყრდნობით, “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” აქვეყნებს ინფორმაციას მარტის თვეში ნავთობის მსოფლიო მოპოვებასთან დაკავშირებით, რომელიც გაიზარდა 1,22 მილიონი ბარელით/დღეში 93,23 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში.  ნავთობის მოპოვების პროგნოზი ოპეკის ორგანიზაციის გარეთ 2021 წლისთვის თითქმის უცვლელია, მცირედი ზრდაა მოსალოდნელი. მოსალოდნელია, რომ 2021 წელს ოპეკს გარეთ ნავთობის მოპოვების ზრდის მთავარი მამოძრავებლები გახდებიან კანადა, შეერთებული შტატები, ნორვეგია და ბრაზილია, ეკვადორი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, კატარი, გაიანა და ეკონომიკური ...

Read More »
საწვავის ფასის ცვლილების მიზეზები საქართველოში

ბენზინის ფასმა 2.85 ლარს გადააჭარბა – უახლოეს პერიოდში შემცირების რესურსი არ არსებობს

საქართველოში საწვავის მორიგი გაძვირების შემდეგ, ბრენდირებულ ბენზინგასამართს სადგურებზე, ყველაზე იაფი რეგულარის ტიპის ბენზინის ფასმა 2.65-ს, პრემიუმისამ კი 2.85-ს გადააჭარბა, რაც 3 კვირის წინანდელ მაჩვენებელს 15 თეთრით, ნახავარი წლის წინანდელ მაჩვენებელს კი 70 თეთრით აღემატება. უახლოეს პერიოდში გაიაფების პერსპექტივა არ არსებობს. საწვავის ღირებულების ცვლილებაზე, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ იმპორტირებულ პროდუქტზე მოთხოვნა-მიწოდებასთან ერთად, გავლენას ლარის კურსი და საერთაშორისო ფასი ახდენს. კიდევ ერთი ...

Read More »
The Guardian - ნავთობის გაიაფების გეოპოლიტიკა

ნავთობისა და გაზის პლატფორმების რაოდენობა შემცირდა

მარტის თვეში მსოფლიოში ნავთობისა და გაზის პლატფორმების რაოდენობა 39 ერთეულით (3%) შემცირდა და მთლიანობაში 1231 ერთეული შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ცნობილი ტექნოლოგიური კომპანიის Baker Hughes-ის ანგარიშში. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოწყობილობების რაოდენობა 733 ერთეულით, ანუ 37 პროცენტით შემცირდა. კომპანიის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში პლატფორმების რაოდენობა მარტში 10 ერთეულით (2.5 პროცენტით) გაიზარდა და 408 შეადგინა, ხოლო, კანადაში 63 ერთეულით (37 პროცენტამდე) ...

Read More »

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედება საწვავს 15-20%-ით გააიაფებს

კომპანია “ფაზის ოილი“ყულევში მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის რეალიზაციაზე მუშაობს, რომელიც მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს. “ფაზის ოილის“ აღმასრულებელი დირექტორის, გია შავდიას განცხადებით, მსოფლიოში არსებულმა ეკონომიკურმა, ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ და რეგიონში არსებულმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ პროექტის ფინალური სტადიასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე სერიოზული გავლენა მოახდინა. თუმცა კომპანია ცდილობს მაქსიმალურად მოერგოს სიტუაციას და პროექტზე მუშაობა არ შეაჩეროს. “მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს პოტენციურ ინვესტორებთან, ასევე მიმდინარეობს პროექტირების ...

Read More »
ირანი ევროპას ნავთობს 7 დოლარად მიაწვდის

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” მსოფლიო სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ამჟამინდელი ფასების შესახებ აქვეყნებს ინოფრმაციას: “2021 წლის  9 აპრილის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  62.95(- 0,25) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  59,32 (- 0,28)  დოლარი/ბარელზე.”

Read More »

EIA გაასაჯაროვა აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვების პირველი კვარტალის პროგნოზი

აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციამ (EIA) 2021 წლის პირველი კვარტლისთვის აზერბაიჯანში ნავთობის საშუალო დღიური  მოპოვების პროგნოზი არ შეცვალა. EIA-ს ახალი პროგნოზის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში ნავთობის საშუალო დღიური მოპოვება  750 ათასი ბარელია დღე/ღამეში დაგეგმილი. ეს   მარტის თვის პროგნოზის ანალოგიურია. ასევე, ეს პროგნოზი 20 ათასი ბარელით ანუ 2.6% -ით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლები. 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ეს მაჩვენებელი 60 ათასი ბარელით მეტია ანუ 8,7% -ით. პროგნოზირებულია, რომ აზერბაიჯანში ნავთობის ...

Read More »