მარტის თვეში მსოფლიოში ნავთობისა და გაზის პლატფორმების რაოდენობა 39 ერთეულით (3%) შემცირდა და მთლიანობაში 1231 ერთეული შეადგინა.
აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ცნობილი ტექნოლოგიური კომპანიის Baker Hughes-ის ანგარიშში.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოწყობილობების რაოდენობა 733 ერთეულით, ანუ 37 პროცენტით შემცირდა.
კომპანიის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში პლატფორმების რაოდენობა მარტში 10 ერთეულით (2.5 პროცენტით) გაიზარდა და 408 შეადგინა, ხოლო, კანადაში 63 ერთეულით (37 პროცენტამდე) შემცირდა და მთლიანობაში 108 შეადგინა. ევროპაში დანადგარების რაოდენობა 2%-ით, ანუ 100 ერთეულით გაიზარდა, შუა აღმოსავლეთში 1%-ით, ანუ 261 ერთეულით, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში 9%-ით (170 ერთეულით), აფრიკაში 2%-ით (59 ერთეულით), ხოლო, ლათინურ ამერიკაში 125 ერთეულით.
ნინო სამადაშვილი