აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცაზე დაყრდნობით, “ნავთობპროდუტების იმპორტიორთა კავშირი” ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგების შესახებ:
გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,89 მილიონი ბარელით შემცირდა და შეადგინა 492,423 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები გაიზარდა 0,31 მილიონი ბარელით და შეადგინა 234,897 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 2,08 მილიონი ბარელით და შეადგინა 143,464 მლნ ბარელი.
ნავთობის იმპორტი აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა 1 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 4,9 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.