Tag Archives: #ბირთვული

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის დონე არ კონტროლდება – მონიტორინგის სისტემა არ მუშაობს

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის დონე არ კონტროლდება. ამის შესახებ RBC-ukraine სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრზე დაყრდნობით წერს. „ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რადიაციული დაბინძურების დონის მონიტორინგის სისტემა არ მუშაობს“, – წერს სააგენტოს ხელმძღვანელი ევგენი კრამარენკო. მისი თქმით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის დონის დაკვირვება შესაძლებელი იყო ონლაინ რეჟიმში. ახლა მონიტორინგის სისტემა არ მუშაობს, ამიტომ რადიაციული დაბინძურების დონის ცოდნა შეუძლებელია. რადიაციული მონიტორინგის სისტემის უახლესი მონაცემები ...

Read More »

რუსული ძალები ჩერნობილის ბირთვულ ობიექტს ტოვებენ

რუ­სეთ­მა ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ი­დან სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის გაყ­ვა­ნა და­ი­წყო, – მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ პენ­ტა­გო­ნის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი ობი­ექტს ტო­ვე­ბენ და ბე­ლა­რუ­სის­კენ მი­ე­მარ­თე­ბი­ან. შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეჭ­რის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ი­კა­ვეს.

Read More »

უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოსგან ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფის თავიდან აცილებას ითხოვს

უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოსგან ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფის თავიდან აცილებას ითხოვს. ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშუკის თქმით, რუსეთმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან უზარმაზარი საბრძოლო მასალის საცავი აღჭურვა, რომელსაც ისე შეუძლია აფეთქება, როგორც ეს გუშინ, რუსეთის ქალაქ ბელგოროდში მოხდა. ამასთან დაკავშირებით, უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოსგან სასწრაფოდ ზომების მიღებას ითხოვს, რათა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია მოხდეს და იქ გაეროს სპეციალური მისია შევიდეს. „გუშინ უკრაინის შეიარაღებული ...

Read More »

“ჩერნობილში აფეთქების საშიშროება არსებობს” – უკრაინა რუსეთს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს

უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, საბრძოლო მასალის აფეთქების საშიშროება არსებობს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ცნობით, რუსულმა ძალებმა, რომლებსაც ტერიტორია ოკუპირებული აქვთ, რადიოაქტიური ზონა უნდა დატოვონ. მან ასევე თქვა, რომ უკრაინამ სთხოვა რუსეთს სამშაბათს მოლაპარაკებებზე დაუშვას 97 ჰუმანიტარული დერეფნის შექმნა უკრაინის ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქებსა და სოფლებში. “ჩვენ მოვითხოვთ გაეროს უშიშროების საბჭომ დაუყოვნებლივ ...

Read More »

“ჩერნობილის რადიოაქტიური ზონის დაუყოვნებლივი დემილიტარიზაცია მოხდეს”

უკრაინელი მაშველები ჩერნობილის დაუყოვნებლივ “დემილიტარიზაციას” ითხოვენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც მედია წერს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში გაეროს მისიის სპეციალური წარმომადგენლები უნდა ჩავიდნენ და იქ არსებული ვითარება შეისწავლონ. “ბიბისი” წერს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორი, რაფაელ მარიანო გროსი მთავრობის მაღალჩინოსნებთან, ქვეყნის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ მოლაპარაკებებზე უკრაინაში იმყოფება. როგორც გროსი აცხადებს, საკვანძო ადგილებში ავარიის რისკების თავიდან აცილების ...

Read More »

„რუსი სამხედროები, რომლებმაც თებერვალში ჩერნობილის ატომური სადგური დაიკავეს, მაღალი რადიაციული რისკის ზონაში დამცავი აღჭურვილობის გარეშე გადაადგილდებოდნენ”

რუსი სამხედროები, რომლებმაც ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის ზონის ტერიტორია დაიკავეს, „წითელი ტყის“ სახელით ცნობილ უაღრესად ტოქსიკურ ზონაში ჯავშანტექნიკით რადიაციული დაცვის გარეშე გადაადგილდებოდნენ, რის შედეგადაც რადიოაქტიური მტვრის ღრუბლები წარმოიშვა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებზე დაყრდნობით წერს. როგორც მედიასაშუალებას ორმა წყარომ განუცხადა, სამხედროების კოლონა არ იყენებდა ანტირადიაციულ აღჭურვილობას. სადგურის ერთ-ერთი თანამშრომელი „როიტერთან“ საუბარში აცხადებს, რომ ეს სამხედროებისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია, რადგან მათ მიერ ...

Read More »

რუსულმა რაკეტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს, ქალაქ ნიკოპოლზე იერიში მიიტანეს

რუსულმა რაკეტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს, ქალაქ ნიკოპოლზე იერიში მიიტანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია Kiev Independent ავრცელებს. მათივე ცნობით, მსხვერპლი არ არის. “ქალაქ ნიკოპოლთან სარაკეტო თავდასხმა მოხდა. მსხვერპლი არ არის. ამ დროისთვის, ქალაქში საფრთხეზე ინფორმაცია არ ვრცელდება. დარჩით თავშესაფრებში ჰაერის განგაშის დასრულებამდე”, – წერს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ევგენ ევტუშენკო.

Read More »

ბორელი: ირანის ბირთვულ შეთანხმების ხელმოწერასთან ძალიან ახლოს ვართ

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ მხარეები ირანის ბირთვული ხელშეკრულების ხელმოწერასთან ძალიან ახლოს არიან. „ვფიქრობ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვდგავართ და ვიმედოვნებ ეს შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა დოჰას ფორუმზე გამოსვლისას. 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულება ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა თეირანის მიერ სამხედრო ატომურ პროგრამაზე უარის თქმის სანაცვლოდ. 2018 წელს შეთანხმება აშშ-მ ცალმხრივად დატოვა. ...

Read More »

IAEA იმედოვნებს, რომ გაგზავნის ექსპერტებს უკრაინაში, რათა უზრუნველყოს ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება და დაცულობა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) “სერიოზულად შეშფოთებულია” უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებითა და დაცულობით – აღნიშნულის შესახებ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა. მისი თქმით, „ატომური ინციდენტის თავიდან აცილების აუცილებლობა უფრო კრიტიკული ხდება ყოველი დღის გასვლის შემდეგ“. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, უკრაინის ბირთვული რეაქტორების შესაფასებლად, საკუთარი ექსპერტებს და აღჭურვილობის დაშვება ითხოვს. “IAEA იმედოვნებს, რომ გაგზავნის ექსპერტებს, რათა უზრუნველყოს მისი ბირთვული ...

Read More »

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბირთვული შეთანხმების განახლებასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 2015 წელს ირანსა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის გაფორმებული ბირთვული შეთანხმების განახლებასთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს დღემდე. ჰოსეინ ამირ-აბდოლლაჰიანის თქმით, „თუ აშშ პრაგმატულად იმოქმედებს, ჩვენ მზად ვართ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც ბირთვული შეთანხმების ერთობლივ კომისიაში შედიან, შეიკრიბონ ვენაში და დავასრულოთ მუშაობა შეთანხმებაზე“. ამირ-აბდოლლაჰიანმა ეს განაცხადა დამასკში პრესკონფერენციაზე 23 მარტს. „გადავეცით ჩვენი ბოლო წინადადებები ...

Read More »