ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის დონე არ კონტროლდება. ამის შესახებ RBC-ukraine სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრზე დაყრდნობით წერს.
„ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რადიაციული დაბინძურების დონის მონიტორინგის სისტემა არ მუშაობს“, – წერს სააგენტოს ხელმძღვანელი ევგენი კრამარენკო.
მისი თქმით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის დონის დაკვირვება შესაძლებელი იყო ონლაინ რეჟიმში. ახლა მონიტორინგის სისტემა არ მუშაობს, ამიტომ რადიაციული დაბინძურების დონის ცოდნა შეუძლებელია.
რადიაციული მონიტორინგის სისტემის უახლესი მონაცემები 25 მარტს მიიღეს. მაშინ რადიაციულმა ფონმა 7-ჯერ გადააჭარბა.