Tag Archives: #ენერგეტიკა

საჩხერის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისათვის სემეკმა განსახორციელებელი ინვესტიციები შეითანხმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „საჩხერის წყალკანალის“ 2023-2025 წლების საინვესტიციო გეგმები შეითანხმა. სამი წლის განმავლობაში კომპანია საჩხერის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის 641 600 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საინვესტიციო პროექტების ფარგლებში დაგეგმილია სასმელი წყლის ხარისხისა და მიწოდების მაჩვენებლების გაუმჯობესება. ჩატარდება სამუშაოები სასმელი წყლისა და წყალარინების მილსადენებზე ავარიების შემცირების მიზნით. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალარინების გამწმენდ ნაგებობას, დამონტაჟდება სახანძრო ...

Read More »

საუდის არაბეთის Kingdom Holding-მა რუსულ ენერგოკომპანიებში ინვესტიცია განახორციელა

მარეგულირებლების დოკუმენტაციის თანახმად, საუდის არაბეთის პრინცის, ალვალიდ ბინ თალალის კონტროლქვეშ არსებულმა საინვესტიციო ფირმა Kingdom Holding-მა სამ უმსხვილეს რუსულ ენერგოკომპანიაში დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განათავსა. აღნიშნული ინვესტიცია თებერვლიდან მარტამდე დროის შუალედში განხორციელდა. როგორც ჩანს, Gazprom-ში, Rosneft-სა და Lukoil-ში განთავსებული ინვესტიციის მიზანი გაუფასურებული აქტივების შეძენა გახლდათ. თუმცა, საინტერესოა, რომ საუდის არაბეთის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა საინვესტიციო ფირმამ აღნიშნული ქმედება რუსეთის ...

Read More »

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ „უკრაინელი დივერსანტების“ მიერ კურსკის ოლქში ელექტროგადამცემი ანძების დაზიანება განხორციელდა

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ „უკრაინელი დივერსანტების“ მიერ კურსკის ოლქში ელექტროგადამცემი ანძების დაზიანება განხორციელდა. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „2022 წლის 4, 9 და 12 აგვისტოს, კურსკის ოლქის კურჩატოვის რაიონში, უკრაინულმა დივერსიულმა ჯგუფებმა ააფეთქეს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ექვსი ანძა, რომლებითაც კურსკის ატომური ელექტროსადგურის მეშვეობით ხორციელდება, როგორც აღნიშნული რეგიონის, ისე მეზობელი რეგიონების ენერგომომარაგება“, – ნათქვამია სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის განცხადებაში. უსაფრთხოების სამსახურის ...

Read More »
სომხეთში საქართველოსგან იაფფასიანი ელექტროენერგიის შეძენას განიხილავენ

ივნისში გენერაციამ მოხმარებას 403 მლნ კვტ/სთ-ით გადააჭარბა – ISET

2022 წლის ივნისში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,485 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, — აღნიშნულია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში. როგორც  ISET-ის კვლევით ინსტიტუტში აცხადებენ,  აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 12%-იან ზრდას წარმოადგენს (2021 წლის ივნისში სრული წარმოება 1,323 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური ზრდა ჰიდროელექტროსადგურებისა (+12%) და თბოელექტროსადგურების (+81%) გამომუშავების ზრდამ განაპირობა, მაშინ როცა ქარის ელექტროსადგურების გამომუშავება შემცირდა (-23%). თვიურ ჭრილში, წარმოება, ...

Read More »

ესკო-მ ელექტროენერგიის საბალანსო მაჩვენებლების გამოქვეყნება შეაჩერა – გამოქვეყნდება თუ არა მონაცემები მომავალში

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ვებგვერდზე ელექტროენერგიის ყოველთვიური საბალანსო მაჩვენებლების სტატისტიკა მიმდინარე თვეს აღარ გამოქვეყნებულა. როგორც უწყებაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, საიტი რეკონსტრუქციის რეჟიმშია და მისი განახლება სექტემბრიდან მოხდება. კითხვაზე, გამოქვეყნდება თუ არა სტატისტიკური მონაცემები იმავე ფორმით, როგორც აქამდე ქვეყნდებოდა, ესკო-ში ვერ დააკონკრეტეს. უწყებაში მხოლოდ ის თქვეს, რომ მონაცემები შესაძლოა, განახლდეს, თუმცა რა ფორმით, ჯერჯერობით უცნობია. ესკო-ში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ რეკონსტრუქცია ქვეყნის ...

Read More »

მედიის ცნობით, უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომზე“ მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა

უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომზე“ მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინული მედია კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს. „დღეს, 2022 წლის 16 აგვისტოს, რუსეთის შემოჭრის შემდეგ ყველაზე ძლიერი ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა „ენერგოატომზე“. მასზე თავდასხმა რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის შედეგად „ენერგოატომის“ ვებგვერდის მუშაობა არ შეფერხებულა და მომხარებლისთვის ის შეუმჩნეველი დარჩა.

Read More »

Azerenergy კასპიის ზღვის სიღრმეში ესტაკადას აშენებს

Azerenergy კასპიის ზღვის სიღრმეში ესტაკადას აშენებს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. ესტაკადის მშენებლობის მიზეზი კასპიის ზღვაში წყლის დონის ვარდნა გახდა (20 წელიწადში 2 მეტრი), რაც  სოფელ შუველანში მდებარე „შიმალის  ელექტროსადგურის“ მუშაობას საფრთხეს უქმნის. მედიის ცნობით, ელექტროსადგური ქვეყანაში სიდიდით მეორეა და ბაქოს ტერიტორიის 40%-ზე მეტს ელექტროენერგიით აწვდის. „ახალი ესტაკადის მშენებლობის პროცესი მოქმედების მონაცვლეობითი პრინციპით მიმდინარეობს. კასპიის ზღვაში წყლის დონის ვარდნის გამო, სუმგაითის ელექტროსადგურთან ...

Read More »

ევროპაში ტყის ხანძრები რეკორდულ ნიშნულზეა

ევროკავშირში ტყის ხანძრები რეკორდულ ნიშნულზეა. ცეცხლმა უკვე 660 ათასი ჰექტარი გაანადგურა. 2022 წლის დასაწყისიდან ხანძარმა ლუქსემბურგზე ორჯერ მეტი ფართობი მოიცვა. 2017 წელს ევროკავშირში ტყის ხანძრების შედეგად, აგვისტოში დაახლოებით 420,000 ჰექტარი დაიწვა. ოქტომბერში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის მასივის მოცულობა 988,087 ჰექტრამდე გაიზარდა. იმის გამო, რომ ხანძრის სეზონი შორს არის დასრულებისგან, EFFIS-მა განაცხადა რომ წელს შესაძლოა, ახალი რეკორდი დამყარდეს. ევროკავშირში ხანძრის შედეგად ყველაზე ...

Read More »

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მოქალაქეებს მოუწოდებს, ზამთრისთვის საბნები და თბილი ტანსაცმელი მოიმარაგონ

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მოუწოდებს მოქალაქეებს, ზამთრისთვის საბნები და თბილი ტანსაცმელი მოიმარაგონ. ამის შესახებ განცხადება კლიჩკომ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, კიეველები მზად უნდა იყვნენ, რომ ზამთარში უკრაინის დედაქალაქში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხებებია მოსალოდნელი. „არ მინდა არავის დაწყნარება და არც იმის თქმა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ მკაცრ რეალობაში ვცხოვრობთ და უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა სცენარი. ბუნებრივი აირზე პასუხისმგებელი მთავრობაა და ...

Read More »

ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს, რასაც ჩინეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზის შემცირებას უკავშირებენ

2022 წლის  15 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  98,15 (-  1,45)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92,09  ( – 2,25)  დოლარი/ბარელზე. აქვე შეგახსენებთ, რომ 1 დოლარით ფასის შემცირება რუსეთს დღეში აკარგვინებს 8 ...

Read More »