ესკო-მ ელექტროენერგიის საბალანსო მაჩვენებლების გამოქვეყნება შეაჩერა – გამოქვეყნდება თუ არა მონაცემები მომავალში

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ვებგვერდზე ელექტროენერგიის ყოველთვიური საბალანსო მაჩვენებლების სტატისტიკა მიმდინარე თვეს აღარ გამოქვეყნებულა. როგორც უწყებაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, საიტი რეკონსტრუქციის რეჟიმშია და მისი განახლება სექტემბრიდან მოხდება.

კითხვაზე, გამოქვეყნდება თუ არა სტატისტიკური მონაცემები იმავე ფორმით, როგორც აქამდე ქვეყნდებოდა, ესკო-ში ვერ დააკონკრეტეს. უწყებაში მხოლოდ ის თქვეს, რომ მონაცემები შესაძლოა, განახლდეს, თუმცა რა ფორმით, ჯერჯერობით უცნობია.

ესკო-ში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ რეკონსტრუქცია ქვეყნის ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში ტარდება.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply