2022 წლის 15 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.
კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 98,15 (- 1,45) დოლარი/ბარელზე.
ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 92,09 ( – 2,25) დოლარი/ბარელზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ 1 დოლარით ფასის შემცირება რუსეთს დღეში აკარგვინებს 8 მლნ დოლარს, წელიწადში 3 მილიარდს.