Tag Archives: #აირი

აზერბაიჯანი შესაძლოა, „თურქული ნაკადის“ მონაწილე გახდეს

აზერბაიჯანი შესაძლოა, „თურქული ნაკადის“ პროექტის წევრი გახდეს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმაგანაცხადა. მისი თქმით, თურქეთი ბუნებრივ აირს 15 სხვადასხვა წყაროდან ყიდულობს. „ჩვენ ვაპირებთ გავხდეთ „გაზის ჰაბი“ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ბულგარეთში დადებული შეთანხმება იყო პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ამ კონტექსტში აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი არიან იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი აირის უდიდესი მარაგები. ამ ქვეყნების გაზის წყაროები ...

Read More »

იტალიურმა ენერგოკომპანია Edison-მა, რუსეთისგან გაზის შესყიდვა შეწყვიტა

იტალიურმა ენერგოკომპანია Edison-მა ადგილობრივი ბაზრისთვის რუსული გაზის მიწოდება, გასული წლის 31 დეკემბრიდან შეწყვიტა. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლა მონტიმ მედიასთან განაცხადა. „Edison-მა რუსეთთან კონტრაქტი 31 დეკემბერს დახურა. ჩვენი პაკეტი დივერსიფიცირებული და დამოუკიდებელია, რაც საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ ეროვნული მოთხოვნის 20%, მაგრამ ყველა ოპერატორი ახლა დაკავებულია რუსული წყაროების შემცვლელების ძიებით“, – თქვა ნიკოლა მონტიმ. მისივე თქმით, რუსული მარაგების სრულად ჩანაცვლებისთვის ოპერატორებს 2-3 ...

Read More »

ევროპაში, ნავთობთან ერთად, გაზის ფასიც ინტენსიურად მცირდება

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 1%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 726,3 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა ...

Read More »

ევროპა თხევადი გაზის უმსხვილესი მომხმარებელი გახდა

2022 წელს ევროპამ მნიშვნელოვნად გაზარდა თხევადი გაზის შეძენა, ხოლო ჩინეთმა და აზიის სხვა ქვეყნებმა, პირიქით, თხევადი გაზის შეძენა შეამცირეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. გასულ წელს ჩინეთმა თხევადი გაზის შეძენა 21%-ით შეამცირა, ბრაზილია 72%-ით და ინდოეთმა 17%-ით. რუსულ ბუნებრივ გაზზე უარის თქმის შემდეგ საფრანგეთმა თხევადი გაზის შეძენა 99%-ით გაზარდა, ბელგიამ 167%-ით და ნიდერლანდებმა – 99%-ით. ამით გერმანიამაც ისარგებლა, რომელსაც დეკემბრამდე თხევადი გაზის ...

Read More »

ბულგარეთმა თურქეთთან, გაზის მიწოდებაზე 13-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ბულგარულმა გაზის კომპანია Bulgargaz-მა და თურქულმა სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-მა, ხელი მოაწერეს 13-წლიან შეთანხმებას ბულგარეთისთვის თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალებზე და ბუნებრივი აირის ქსელზე წვდომის მინიჭების შესახებ, რათა გაზის მიწოდება შეძლონ. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ფატიჰ დონმეზის თქმით, „13-წლიანი შეთანხმება ითვალისწინებს წელიწადში 1,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზის ტრანსპორტირებას და ხელს შეუწყობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესებას“. შეთანხმების თანახმად, ბუნებრივი აირი, რომელსაც ...

Read More »

გერმანიაში თხევადი გაზის კიდევ ორი ტერმინალი გაიხსნება

მომდევნო კვირას, გერმანიაში, ლუბმინში კიდევ ერთი LNG (თხევადი გაზის) ტერმინალის გახსნა იგეგმება. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გაჰრ შტორესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. . „ჩვენ უკვე გვაქვს LNG-ის (თხევადი გაზის) მიღების ტერმინალი გერმანიის პორტში, ვილჰელმშავენში. ლუბმინში მსგავსი ტერმინალი მომავალ კვირას, ხოლო ბრუნსბრუტელში უახლოეს კვირებში გაიხსნება. ამრიგად, ჩვენ შევძელით ავაშენოთ LNG ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს Nord Stream ...

Read More »

თებერვალში სტამბულში გაზის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა დღეს დაადასტურა, რომ სტამბულში თებერვალში, ევროპის მომხმარებლებისა და გაზის მიმწოდებლების მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. დონმეზის სიტყვებით, მომავალ შეხვედრაზე იგეგმება თურქეთის ტერიტორიაზე ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის ენერგეტიკული ცენტრის (ჰაბის) შექმნის საკითხის განხილვა. მისივე სიტყვებით, მისი მეშვეობით იგეგმება არა მხოლოდ რუსული ბუნებრივი აირის, არამედ თურქეთიდან სხვა ქვეყნების ენერგომატარებლების მიწოდება.

Read More »

ევროპის გაზის კრიზისი შესაძლოა 2030 წლამდე გაგრძელდეს

ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის Cornwall Insight-ის წამყვანი ანალიტიკოსის მეთიუ ჩადვიკის პროგნოზით გაზის მაღალი ფასები ევროპაში მინიმუმ 2030 წლამდე შენარჩუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი ავრცელებს. „გაზის ფასი პანდემიამდელ მაჩვენებელზე მაღლა დარჩება მინიმუმ 2030 წლამდე“, – ნათქვამია სტატიაში. ანალიტიკოსის აზრით, ბაზარს დრო სჭირდება, რათა მოერგოს ევროპაში მიწოდებისა და მოთხოვნის დინამიკის ცვლილებას. თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) სავარაუდო მიწოდებაც კი შეერთებული შტატებიდან, კატარიდან და რიგი ...

Read More »

თურქეთმა გაზის ჰაბის შექმნის ვადები დაასახელა

თურქეთში გაზის ჰაბის შექმნას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა TVnet-ის ეთერში განაცხადა. „წინასწარი მომზადების დრო ერთი წელია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის და დეტალების შეფასება”, – განმარტა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა. დონმეზის თქმით, დროთა განმავლობაში შესაძლოა, ევროპის ქვეყნების ინტერესი პროექტის მიმართ გაიზარდოს, ვინაიდან ამ შემთხვევაში ფასთან კავშირი არ იქნება, ეს იქნება ერთგვარი სუპერმარკეტი, სადაც ...

Read More »

ისრაელი TANAP-ისა და TAP-ის საშუალებით, ევროპაში გაზის ექსპორტს განიხილავს

ისრაელი, ევროპაში გაზის ექსპორტს TANAP-ის (Trans-Anatolian Gas Pipeline) და TAP-ის (Trans-Adriatic Gas Pipeline) მეშვეობით განიხილავს. ამის შესახებ ისრაელის ელჩმა აზერბაიჯანში ჯორჯ დიკმა Report-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ არ შემოგვაქვს გაზი აზერბაიჯანიდან. ამავდროულად, თანამშრომლობის კიდევ ერთი სფერო, რომელსაც განვიხილავთ, არის ჩვენი გაზის ექსპორტი ევროპაში, რომელსაც დღეს ეს ძალიან სჭირდება. არსებობს იდეები გაზის გათხევადების შესახებ, ეგვიპტის გავლით გაზსადენის მშენებლობა, საბერძნეთისა და იტალიის გავლით გაზსადენის ...

Read More »