იტალიურმა ენერგოკომპანია Edison-მა ადგილობრივი ბაზრისთვის რუსული გაზის მიწოდება, გასული წლის 31 დეკემბრიდან შეწყვიტა.
ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლა მონტიმ მედიასთან განაცხადა.
„Edison-მა რუსეთთან კონტრაქტი 31 დეკემბერს დახურა. ჩვენი პაკეტი დივერსიფიცირებული და დამოუკიდებელია, რაც საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ ეროვნული მოთხოვნის 20%, მაგრამ ყველა ოპერატორი ახლა დაკავებულია რუსული წყაროების შემცვლელების ძიებით“, – თქვა ნიკოლა მონტიმ.
მისივე თქმით, რუსული მარაგების სრულად ჩანაცვლებისთვის ოპერატორებს 2-3 წელი დასჭირდება.
მან ასევე აღნიშნა, რომ იტალიას არ აქვს საკმარისი სიმძლავრე თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) რეგაზიფიკაციისთვის, რომლის იმპორტი შესაძლებელია შეერთებული შტატებიდან.