თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა დღეს დაადასტურა, რომ სტამბულში თებერვალში, ევროპის მომხმარებლებისა და გაზის მიმწოდებლების მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
დონმეზის სიტყვებით, მომავალ შეხვედრაზე იგეგმება თურქეთის ტერიტორიაზე ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის ენერგეტიკული ცენტრის (ჰაბის) შექმნის საკითხის განხილვა.
მისივე სიტყვებით, მისი მეშვეობით იგეგმება არა მხოლოდ რუსული ბუნებრივი აირის, არამედ თურქეთიდან სხვა ქვეყნების ენერგომატარებლების მიწოდება.