Tag Archives: #ინფრასტრუქტურა

ვარციხე ჰესზე ახალი, 23 მეგავატიანი ჰიდროაგრეგატი ამუშავდა

ვარციხე ჰესზე ახალი, 23 მეგავატიანი ჰიდროაგრეგატი ამუშავდა. რეკონსტრუქციის პროექტი 4 თვის წინ დაიწყო და Ჰიდროელექტროსადგურის საექსპლუატაციო პერსონალის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, საქართველოს ელექტროსისტემას ახალი ჰიდროაგრეგატი მიუერთდა. ვარციხე ჰესზე განახლებული აგრეგატები საშუალოდ 30-32 ათასი საათის განმავლობაში მუშაობენ, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება ჰესის ჯამურ დადგმულ სიმძლავრეზე.

Read More »

რუსეთის განუწყვეტელი დაბომბვის შედეგად ჩერნიჰივს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ჯერ კიდევ მარტში რუსეთის განუწყვეტელი დაბომბვის გამო ჩერნიჰივის რეგიონში ელექტროენერგია გაითიშა. ადგილობრივი ელექტრიკოსები რამდენიმე წუთით მაინც თუ ახერხებენ მის ჩართვას. ელექტრიკოსებს მაქსიმსა და ანატოლის მუშაობა ჩერნიჰივის ცხრათვიანი ბლოკადის დროსაც მოუწიათ. ისინი ახლაც, 9 თვის შემდეგაც, დაბომბვის შედეგებთან ცდილობენ გამკლავებას. “ახალ კაბელებთან ერთად ძველებიც გვაქვს. ვცდილობთ ხაზის აღდგენას, რადგან ის სერიოზულად არის დაზიანებული. ელექტროენერგია არ არის პროდუქტი, რომელსაც ჩანთაში ჩადებ და სახლში წაიღებ. ის იმდენი იწარმოება, რამდენსაც მოსახლეობა მოიხმარს.  ახლა კი, სამწუხაროდ, აი, ამ პირობებში ...

Read More »

მაროკოში, ერთ-ერთ პორტთან, გაზის საცავში აფეთქება მოხდა

მაროკოს სანაპიროზე გაზის შესანახ საცავში აფეთქება მოხდა და მასშტაბური ხანძარი გაჩნდა – ინფორმაციას arabnews ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია განხორცილდა. მათი ცნობით, კასაბლანკას ჩრდილოეთით 15 კილომეტრში მდებარე ატლანტიკური პორტი მოჰამედიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად, მსხვერპლი არ დაფიქსირებულა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო MAP-ის ცნობით, ხანძრის შედეგად ხუთი ტანკი განადგურდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად, გამოძიება მიმდინარეობს.

Read More »

შაჰ-დენიზმა წელს 23 მლრდ კუბური მეტრი გაზი აწარმოა

შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის მოპოვებამ იანვარ-ნოემბერში 23 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ინფორმაციას „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, ოპერაციული მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანში მთლიანად 42,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნა წარმოებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2,8 მილიარდი კუბური მეტრით, ანუ 7%-ით მეტია. აქედან შაჰ-დენიზის საბადოზე საანგარიშო პერიოდში 23 მილიარდი კუბური მეტრი გაზი და 4 მილიონი ტონა კონდენსატი იქნა წარმოებული. ...

Read More »

სამხრეთის გაზის დერეფანი სერბეთს სატრანზიტო ქვეყნად გადააქცევს

სამხრეთ გაზის დერეფანთან დაკავშირებით, სერბეთი არა მხოლოდ გაზრდის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ ექნება შესაძლებლობა გახდეს სატრანზიტო ქვეყანა, რომლის მეშვეობითაც ეს გაზი მიედინება სხვა ქვეყნებში, როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში. ამის შესახებ სერბეთის ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩმა Trend-თან განაცხადა. „სამხრეთ გაზის დერეფნის მეშვეობით ევროპისთვის გაზის მიწოდების მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, გაიზრდება უახლოეს წლებში, რასაც მოწმობს ევროკავშირის ინტერესი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის ზრდაზე. აზერბაიჯანული გაზი, რა ...

Read More »

რუსეთში, მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ხანძარია

რუსეთში, ჩუვაშიაში, ვურნარსკის რაიონის სოფელ კულჰირისა და კალინინოს შორის, აფეთქების გამო გაზსადენს ცეცხლი გაუჩნდა,– იტყობინება Idel.Реалии. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო TASS საგანგებო სიტუაციების კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ერთი დაშავდა. „ყველა მათგანი გაზსადენზე მუშაობდა“, – განაცხადა წყარომ. უწყებაში აცხადებენ, რომ გაზსადენის მონაკვეთი გადაკეტილია. მაგისტრალური გაზსადენი ურენგოი – პომარი – უჟგოროდი, სადაც აფეთქება მოხდა, არის რუსული საექსპორტო გაზსადენი, ...

Read More »

სჯობს ახალი ინვესტორი მოვიძიოთ, სახელმწიფომ კი ფული ისეთ რაღაცებში დახარჯოს, რაშიც ინვესტორი არ დახარჯავს – მურმან მარგველაშვილი ხუდონჰესის გამოსყიდვაზე

მთავრობის გადაწყვეტილებას, „ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვასთან დაკავშირებით, შეფასებები მოჰყვა ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლებს შორის. ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ძალისხმევა ინვესტორების მოძიებაში უნდა დახარჯოს, ფული კი ისეთ სფეროებში ჩადოს, სადაც ინვესტიციები ნაკლებ მოსალოდნელია. „ინვესტორი თუ თავად ვერ აკეთებს, სჯობს ახალი ინვესტორი მოვიძიოთ, ვიდრე სახელმწიფომ აკეთოს. სახელმწიფოს მიერ მაგაზე ფულის ხარჯვას, სჯობს სახელმწიფომ ფული ისეთ რაღაცებში დახარჯოს, რაშიც ინვესტორი არ დახარჯავს“, – ...

Read More »

საუდის არაბეთმა, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტში ჩართვის სურვილი გამოთქვა

საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, რომ აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს. ამის შესახებ საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა, ორი ქვეყნის ერთობლივი კომისიის თანათავმჯდომარემ ხალიდ ბინ აბდულაზიზ ალ-ფალიჰმა, ბაქოში გამართულ აზერბაიჯანსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-7 შეხვედრაზე განაცხადა. „საუდის არაბეთის კომპანია ACWA Power აზერბაიჯანში 240 მეგავატიან ენერგეტიკულ პროექტს ახორციელებს. თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ გვსურს, განვახორციელოთ უფრო დიდი ...

Read More »

ლაშა ხუციშვილი – დიდი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რეგიონისა და ევროკავშირისთვის, რათა ამ ქვეყნების ენერგოდამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იქნას

ნამდვილად ისტორიული დღეა, იქიდან გამომდინარე, რომ ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერა ოთხმა ქვეყანამ, ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, საქართველოსთვის, რეგიონისთვის და მათ შორის ევროკავშირისთვის, რათა უზრუნველყოფილი იქნას ამ ქვეყნების ენერგოდამოუკიდებლობა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონში ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა რუმინეთში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება. მისივე თქმით, საქართველო გახდება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ენერგეტიკული ჰაბიც რეგიონისთვის ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით, ნავთობის ტრანზიტი მნიშვნელოვნად გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით, 34 მილიონ 418,9 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა. სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს 7,4%-ით მეტია გასული წლის იანვარ-ნოემბრის ტრანზიტის მაჩვენებელზე. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ტრანსპორტირების 78,8% ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით განხორციელდა. საანგარიშო პერიოდში BTC-ით 27 მილიონ 121 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა. ეს 12,5%-ით მეტია 2021 წლის 11 თვესთან შედარებით. ამ პერიოდში BTC-ით ...

Read More »