Tag Archives: #აზერბაიჯანი

პაკისტანი გაზს აზერბაიჯანიდან შემოიტანს

პაკისტანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ნავთობის საკითხებში, მუსადიგ მასუდ მალიკმა განაცხადა, რომ მომდევნო 2 თვეში ისინი აზერბაიჯანიდან დამატებით 20 000 ტონა ბუნებრივ აირს შემოიტანენ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მალიკმა ამის შესახებ ადგილობრივ ტელეარხთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობა მუშაობს თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტან-ინდოეთი (TAPI) გაზსადენის პროექტზე და პროექტის დასრულების შემდეგ პაკისტანი ბუნებრივ გაზს აზერბაიჯანიდან შემოიტანს. მალიკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში ბუნებრივი აირის მარაგი წლიდან წლამდე მცირდება ...

Read More »

აზერბაიჯანი კატართან, იაშმაში თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

აზერბაიჯანსა და კატარის კომპანია Nebras Power-ს შორის სხვადასხვა ენერგეტიკულ პროექტებზე, მათ შორის იაშმაში, თბოელექტროსადგურის პროექტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა კატარის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავარი მიზანია აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების უზრუნველყოფა და ამ თვალსაზრისით, Nebras Power-თან თანამშრომლობა ახალი შესაძლებლობაა. წყარო: europetime.eu

Read More »

სამხრეთის გაზის დერეფანი სერბეთს სატრანზიტო ქვეყნად გადააქცევს

სამხრეთ გაზის დერეფანთან დაკავშირებით, სერბეთი არა მხოლოდ გაზრდის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ ექნება შესაძლებლობა გახდეს სატრანზიტო ქვეყანა, რომლის მეშვეობითაც ეს გაზი მიედინება სხვა ქვეყნებში, როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში. ამის შესახებ სერბეთის ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩმა Trend-თან განაცხადა. „სამხრეთ გაზის დერეფნის მეშვეობით ევროპისთვის გაზის მიწოდების მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, გაიზრდება უახლოეს წლებში, რასაც მოწმობს ევროკავშირის ინტერესი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის ზრდაზე. აზერბაიჯანული გაზი, რა ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

აზერბაიჯანი რუმინეთში გაზის ექსპორტს დაიწყებს

16 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-სა და „რომგაზს“ შორის აზერბაიჯანიდან რუმინეთისთვის გაზის მიწოდებაზეხელშეკრულება გაფორმდა. SOCAR-მა განაცხადა, რომ შეთანხმება, ბუნებრივი გაზის დაგეგმილ ტრანსპორტირებას 2023 წლის პირველი იანვრიდან ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გავლით, სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ფილიალისა და საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის (IGB) გავლით ითვალისწინებს. „შეთანხმება ემსახურება, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან ახალი ორმხრივი პარტნიორობის ფარგლებში გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას. ამ შეთანხმებას ხელი მოეწერა აზერბაიჯანსა და ევროკავშირს ...

Read More »

აზერბაიჯანიდან საქართველოზე ტრანზიტით თურქეთში გასული ელექტროენერგიის მოცულობა 208%-ით არის გაზრდილი

საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მომდინარე წლის თერთმეტ თვეში საქართველოდან ტრანზიტის მიზნით გასული ელექტროენერგიის მოცულობამ 2 643,8 მლნ ლვტსთ შეადგინა. საქართველოზე ტრანზიტით ელექტროენერგია თურქეთში აზერბაიჯანმა, რუსეთმა და სომხეთმა გაიტანეს. საქართველოდან ტრანზიტით გასული ელექტროენერგიის მოცულობა გასული წლის თერთმეტ თვესთან შედარებით 154%-ით არის გაზრდილი – 1 042,4 მლნ კვტსთ-დან 2643,8 მლნ კვტსთ-მდე. იანვარ-ნოემბერში თურქეთში აზერბაიჯანიდან საქართველოზე ტრანზიტით გასული ელექტროენერგიის ...

Read More »

ალიევი – აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი აპირებენ ევროპაში მწვანე ენერგიის სანდო მიმწოდებლები გახდნენ

აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდნენ, მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ევროკავშირთან, ჩვენი ქვეყნები აპირებენ, ევროპაში მწვანე ენერგიის სანდო მიმწოდებლები გახდნენ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუმინეთში განაცხადა, სადაც პლენარულ სესიაში – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ მონაწილეობს. ალიევის შეფასებით, „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში ...

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

შვეიცარია, აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის სექტორში ინვესტიციების მოცულობას ზრდის

აზერბაიჯანი დაინტერესებულია შვეიცარიასთან ენერგეტიკული თანამშრომლობის შემდგომი განვითარებით. ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ ელნურ ალიევმა აზერბაიჯანულ-შვეიცარიულ ბიზნეს ფორუმზე განაცხადა. „ამას მოწმობს ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი. ბოლო დროს შვეიცარიამ 48 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის სექტორში”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მან ასევე აღნიშნა SOCAR-ის შვილობილი კომპანიის მნიშვნელოვანი როლი შვეიცარიაში. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე საუბრისას ელნურ ალიევმა ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,9 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 82,7 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ვაშინგტონი აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ თანამშრომლობას სტრატეგიულ მიზანს უწოდებს

აშშ აზერბაიჯანთან ენერგოუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობს, რაც საერთო სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდმა აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტში გამართულ მოსმენაზე. „აშშ ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს გაზის სამხრეთის დერეფნის მშენებლობას, რომლითაც კასპიის ზღვიდან გაზი ევროპას მიეწოდება. ეს პროექტი ევროპისთვის მიწოდების დივერსიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა, რაც დღეს ეშშ–სთვის პრიორიტეტული მიმართულებაა რუსეთ–უკრაინის ომის ფონზე. ამჯერად აშშ პოტენციურ ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა $83-ს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,24 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 83,04 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »