ვაშინგტონი აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ თანამშრომლობას სტრატეგიულ მიზანს უწოდებს

აშშ აზერბაიჯანთან ენერგოუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობს, რაც საერთო სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდმა აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტში გამართულ მოსმენაზე.

„აშშ ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს გაზის სამხრეთის დერეფნის მშენებლობას, რომლითაც კასპიის ზღვიდან გაზი ევროპას მიეწოდება. ეს პროექტი ევროპისთვის მიწოდების დივერსიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა, რაც დღეს ეშშ–სთვის პრიორიტეტული მიმართულებაა რუსეთ–უკრაინის ომის ფონზე. ამჯერად აშშ პოტენციურ მარშრუტებს სწავლობს იმისათვის, რომ ევროპამ აზერბაიჯანის (და საქართველოს. – რედ.) გავლით თურქმენული გაზი მიიღოს“, – თქვა დონფრიდმა.
წყარო: gbc.ge

Leave a Reply