პაკისტანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ნავთობის საკითხებში, მუსადიგ მასუდ მალიკმა განაცხადა, რომ მომდევნო 2 თვეში ისინი აზერბაიჯანიდან დამატებით 20 000 ტონა ბუნებრივ აირს შემოიტანენ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
მალიკმა ამის შესახებ ადგილობრივ ტელეარხთან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, მთავრობა მუშაობს თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტან-ინდოეთი (TAPI) გაზსადენის პროექტზე და პროექტის დასრულების შემდეგ პაკისტანი ბუნებრივ გაზს აზერბაიჯანიდან შემოიტანს.
მალიკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში ბუნებრივი აირის მარაგი წლიდან წლამდე მცირდება და ეს სიტუაცია ქმნის ზეწოლას მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
ამასთან, მალიკმა თქვა, რომ მოსკოვის დელეგაცია პაკისტანში 2023 წლის იანვარში ჩავა, რათა განიხილონ რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტი.
წყარო: bfm.ge