საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მომდინარე წლის თერთმეტ თვეში საქართველოდან ტრანზიტის მიზნით გასული ელექტროენერგიის მოცულობამ 2 643,8 მლნ ლვტსთ შეადგინა.
საქართველოზე ტრანზიტით ელექტროენერგია თურქეთში აზერბაიჯანმა, რუსეთმა და სომხეთმა გაიტანეს.
საქართველოდან ტრანზიტით გასული ელექტროენერგიის მოცულობა გასული წლის თერთმეტ თვესთან შედარებით 154%-ით არის გაზრდილი – 1 042,4 მლნ კვტსთ-დან 2643,8 მლნ კვტსთ-მდე.
იანვარ-ნოემბერში თურქეთში აზერბაიჯანიდან საქართველოზე ტრანზიტით გასული ელექტროენერგიის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 208%-ით (720,6 მლნ კვტსთ-დან 2 218,8 მლნ კვტსთ-მდე), რუსეთიდან საქართველოზე ტრანზიტით გასული ელექტროენერგიის მოცულობა კი 16,5%-ით არის შემცირებული. სომხეთიდან თურქეთში საქართველოზე ტრანზიტით იანვარ-ნოემბერში 156,2 მლნ კვტსთ ელექტროენერგიაა გატანილი, 2021 წელს კი სომხეთს თურქეთში ელექტროენერგია არ გაუტანია.
საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული და საქართველოზე გავლით აზერბაიჯანის, რუსეთის და სომხეთის მიერ ტრანზიტით გასული ელექტროენერგიის მოცულობამ 2022 წლის იანვარ-ნოემბერში 3 504,8 მლნ კვტსთ შეადგინა, რაც გასული წლის თერთმეტი თვის მაჩვენებელს (1 262,9 მლნ კვტსთ) 188%-ით სჭარბობს.
წყარო: ipress.ge