Tag Archives: #საწვავი

2023 წელს ნავთობის ფასი 105 დოლარს მიაღწევს – Goldman Sachs

საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-ის თანახმად, 2023 წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდის შედეგად ფასებიც მოიმატებს და 100 აშშ დოლარსაც გადააჭარბებს, Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ღირებულება კი მეოთხე კვარტალში 105 დოლარამდე იქნება. ბანკის პროგნოზით, მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა წელს დღეში 2.7 მილიონი ბარელით გაიზრდება და ბაზარზე დეფიციტი წლის მეორე ნახევარში გაჩნდება. ჩინეთის მიერ ვიზიტორებისთვის საზღვრების გახსნამ და ნავთობის იმპორტზე კვოტების დაწესებამ გაზარდა მოლოდინი, რომ ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

2023 წლის 10 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  79.65  (+  1.08)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  74,63  (+   0,86)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

2022 წელს საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2022 წლის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 21,71 ათასი ტონა, რაც 2,85 ათასი ტონით ანუ 15,1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (18,86 ათასი ტონა) შედარებით. 2022 წლის 12 თვის განმავლობაში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 4,52 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 20,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი – 3,91 ათასი ტონა (18%); ...

Read More »

ჯანსაღი კონკურენცია და დაბალფასიანი პროდუქციის გაქრობა – ვანო მთვრალაშვილი დიზელის „ევრო 5“-ის სტანდარტზე გადასვლას აფასებს

1-ელი იანვრიდან დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები გამკაცრდა და ის  „ევრო 5“-ის შესაბამისი სტანდარტის საწვავს გაუთანაბრდა. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ადრე ბაზარზე სხვადასხვა სტანდარტის დიზელის საწვავის რეალიზაცია ხდება და ფასიც ხარიხის გათვალისწინებით განსხვავებული იყო, უკვე მიმდინარე წლიდან ყველა ნავთობიმპორტიორი ვალდებულია ქსელში  „ევრო 5“ სტანდარტის შესაბამისი საწვავი გაყიდოს. „გლობალური სავაჭრო ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ვანო მთვრალაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ახალი დადგენილება ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2023 წლის  9  იანვრისს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80.55 (+2.01)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 75.99 (+2.22)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

საქართველოში დიზელის საწვავი მხოლოდ ევრო 5-ის სტანდარტით შემოვა

2023 წლიდან ქვეყანაში მხოლოდ ევრო-5 სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავის იმპორტი განხორციელდება. „გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გარემოს დაბინძურების დონის შესამცირებლად“, – განაცხადა Bm.ge -თან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა. „დიზელზე 2023 წლიდან ვგეგმავთ ევრო-5 სტანდარტის დამკვიდრებას და, რა თქმა უნდა, სტანდარტის დაწესებასთან ერთად, სახელმწიფო მუდმივად აკონტროლებს საწვავის ხარისხს. ტესტის შედეგები აჩვენებს, რომ ბენზინი შეესაბამება კანონით დადგენილ სტანდარტებს. რაც ...

Read More »
მაისის თვეში საწვავის იმპორტი შემცირდა

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” აქვეყნებს საწვავის ფასების მიმოხილვას ევროპის ქვეყნებში. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის საშუალო ფასი შემცირდა  – 0,07 – 1,48 ევროთი/ლიტრაზე, ხოლო დიზელის საწვავის საშუალო  ფასი  შემცირდა  – 0.07 – 1,58  ევროთი/ლიტრაზე.  ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ფინეთში, ნორვეგიაში და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. 30 დეკემბრის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,92 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2.05  ევროს, დიზელის ...

Read More »
მაისიდან ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლი განხორციელდება

2023 წლიდან საქართველო ევრო-5 ტიპის დიზელს აზერბაიჯანიდანაც მიიღებს

მორატორიუმი აღარ გაგრძელდება. 2023 წლიდან საქართველო დიზელის ევრო-5 ტიპის დიზელს აზერბაიჯანიდანაც მიიღებს. შეგახსენებთ, საქართველო ევრო 5-ის სტანდარტის დიზელზე 2020 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა გადასულიყო. თუმცა ბიზნესი და იმპორტიორები რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდნენ, რომ თარიღი გადაწეულიყო. ძირითად არგუმენტად კი რუსეთზე ნავთობ დამოკიდებულების ზრდას და ამასთანავე, საწვავის გაძვირებას ასახელებდნენ. ბიზნესი ამბობდა, რომ 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ახალ სტანდარტზე გადასვლა დიზელის საწვავს 20-25 ...

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

მსოფლიოში ნავთობის ფასის ცვლილება საქართველოში საწვავის ფასზე არანაირ გავლენას არ მოახდენს

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობი ძვირდება. ერთი ბარელი “ბრენტის” ღირებულება 84 დოლარამდე გაიზარდა, “ლაითის” ფასი 80 დოლარს აღწევს. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, “ურალსის” ფასმა 57 დოლარი შეადგინა. საერთო ჯამში, ერთკვირიან ჭრილში ნავთობი 7%-ითაა გაძვირებული. მოკლე პერიოდში მიღებულ ფასთა ცვლილებას საქართველოზე ასახვა არ ექნება. მეტიც, დარგის წარმომადგენლები და სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყანაში საწვავის გაიაფების რესურსი ჯერ კიდევ დარჩენილია და შესაბამისად, ტენდენციის გაგრძელება ...

Read More »

მაზუთის საცობმა შესაძლოა რუსეთის ნავთობმოპოვება დაასამაროს

2022–ის შედეგები რუსეთისთვის – რუსეთი ეკონომიკურ სუვერენიტეტს კარგავს. რესურსების უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა დღეს უკვე ვეღარ წყვეტს, ვის, რა და რა ფასად მიჰყიდოს. 2023 წელს ექსპორტის ვარდნის გამო სახელმწიფო ხაზინის დეფიციტი არა 2,9 ტრლნ რუბლი, არამედ 16% იქნება. ეს საშინელი „ხვრელია“, რომელიც სახელმწიფო ვალის მკვეთრ ზრდას გამოიწვევს. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იგორ ლეპსიცი რუსულ გამოცემა „ნოვაია იზვესტიასთან“ ინტერვიუში რუსეთის საექსპორტო დანაკარგების ...

Read More »