საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-ის თანახმად, 2023 წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდის შედეგად ფასებიც მოიმატებს და 100 აშშ დოლარსაც გადააჭარბებს, Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ღირებულება კი მეოთხე კვარტალში 105 დოლარამდე იქნება.
ბანკის პროგნოზით, მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა წელს დღეში 2.7 მილიონი ბარელით გაიზრდება და ბაზარზე დეფიციტი წლის მეორე ნახევარში გაჩნდება.
ჩინეთის მიერ ვიზიტორებისთვის საზღვრების გახსნამ და ნავთობის იმპორტზე კვოტების დაწესებამ გაზარდა მოლოდინი, რომ ქვეყანაში კოვიდრეგულაციების ტალღების ეფექტების მილევასთან ერთად ნავთობის ფასებიც გაიზრდება.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნავთობის ფასებმა მკვეთრად მოიმატა, Brent-ის ღირებულება 6%-ით, 83.8 დოლარამდეა გაზრდილი, WTI კი 5.8%-ითაა გაძვირებული და 78.5 დოლარი ღირს.
მოთხოვნის მოსალოდნელი ზრდის ფონზე, Goldam Sachs-ის თანახმად, OPEC+ მზად იქნება შეცვალოს წარმოების შემცირების გადაწყვეტილება, რომელიც გასული წლის ოქტომბერში მიიღო. თუმცა, თუ მოთხოვნა ნავარაუდევზე ნაკლები იქნება, ნავთობის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა კავშირმა, შესაძლოა, წარმოება პირიქით შეამციროს.
ბანკის ანალიტიკოსების თანახმად, 2023 წელს ყველაზე კარგი წელი აქტივებიდან საქონლებისთვის ჯგუფისთვის იქნება. 2023 წლის პირველი კვარტალი, შესაძლოა, უფრო დამთრგუნველი იყოს, თუმცა წლის დანარჩენ პერიოდში ინვესტიციების დაბალი დონე ნავთობის, გაზისა და ძირითადი მეტალების სექტორში საფუძველს ჩაუყრის ახალ „სუპერციკლს“ სასაქონლო ბაზარზე.
წყარო: bpn.ge