Tag Archives: #რუსეთი

უკრაინა უარყოფს „გაზპრომის“ განცხადებას, რომ მოლდოვისთვის განკუთვნილი გაზი, ტრანზიტისას „გაქრა“

უკრაინის GTS ოპერატორი უარყოფს გაზპრომის განცხადებას, რომ რუსული გაზი, რომელიც განკუთვნილია მოლდოველი მომხმარებლების მიწოდებისთვის, კომპანია Moldovagaz-თან დადებული ხელშეკრულებით, უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტისას „გაქრა“. ამის შესახებ Ukrinform-ი OGTSU-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი გაზს, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტს იყენებს. ეს არის ფაქტების უხეში მანიპულირება, რათა გაამართლოს თავისი გადაწყვეტილება, შეზღუდოს გაზის მიწოდება ევროპის ქვეყნებისთვის”, – თქვა ოლგა ბელკოვამ, რომელიც ...

Read More »

„გაზპრომი“ უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტის შემცირებით იმუქრება

რუსული კომპანია „გაზპრომი“ უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტის შემცირებით იმუქრება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, რუსულმა კომპანიამ უკრაინა ტრანზიტისთვის განკუთვნილო გაზის გაუჩინარებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ 28 ნოემბრიდან უკრაინაზე გამავალი გაზსადენით ბუნებრივი აირის მიწოდებას შეამცირებს. „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აფეთქების შემდეგ, ევროპა რუსეთიდან ბუნებრივი აირის ძირითად ნაწილს სწორედ უკრაინის გავლით იღებს. ამავე გაზსადენით ბუნებრივი აირი მიეწოდება მოლდოვასაც. რუსეთში აცხადებენ, რომ რუსული ...

Read More »

უკრაინა რუსული ნავთობის ტრანზიტის ღირებულებას ზრდის

მომავალი წლიდან უკრაინა “დრუჟბას” მილსადენით რუსული ნავთობის ტრანზიტის ღირებულების გაზრდას გეგმავს, – იუწყება “Bloomberg”-ი რუსული კომპანია “ტრანსნეფტის” მიერ უკრაინული “უკრტრანსნაფტიდან” მიღებულ წერილზე დაყრდნობით. მისივე ინფორმაციით, 2023 წლის 1 იანვრიდან რუსეთიდან უნგრეთსა და სლოვაკეთში ნავთობის ტრანსპორტირების ფასი ნედლეულის 1 ტონაში 11,5-დან 13,6 ევრომდე გაიზრდება. უკრაინის ხელისუფლება ამ გადაწვეტილებას რუსეთის მიერ ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურის დაბომბვებს უკავშირებს, რამაც უზარმაზარ ზარალთან ერთად, ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვია. ...

Read More »

რუსეთმა ევროპაში, ნავთობის ბაზრის 90% უკვე დაკარგა

Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციამ, ევროკავშირის ჩრდილოეთის ქვეყნებში თავისი ნავთობის ბაზრის 90%-ზე მეტი დაკარგა. Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ 18 ნოემბრამდე, 4 კვირაში რუსეთმა როტერდამში დღეში მხოლოდ 95 000 ბარელ ნავთობი გადაზიდა, თუმცა, თებერვლის დასაწყისში რეგიონის პორტებში დღეში 1,2 მილიონ ბარელზე მეტი რუსული ნავთობი იგზავნებოდა. ლიეტუვამ, საფრანგეთმა და გერმანიამ, რუსული ნავთობის იმპორტი რამდენიმე თვის წინ შეწყვიტეს, სექტემბერში კი სამეულს პოლონეთიც შეუერთდა. „ნავთობის ვაჭრობიდან რუსეთის ...

Read More »

მიწოდების შეზღუდვის მიუხედავად, ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს აგრძელებდა

რუსეთიდან დიდ ბრიტანეთში ნავთობის მიწოდების შეზღუდვის მიუხედავად, დიდმა ბრიტანეთმა ასობით მილიონი ფუნტის ღირებულების ნავთობი შემოიტანა, იუწყება The Times. მაისში ხმელთაშუა ზღვაში იმყოფებოდა რუსული გემი Maner III, რომლის საცავებში იყო თითქმის 200 000 ბარელი ნავთობი. 5 დღის შემდეგ ტანკერი ბერძნულ გემ „მარინოულასთან“ დადგა, სადაც მთელი ნავთობის ამოტუმბავს 36 საათი დასჭირდა. ამის შემდეგ ბერძნული ტანკერი ბრიტანულ ლინკოლნშირში გაემგზავრა. 6 ივნისს კი პორტმა ...

Read More »

„როსატომის“ ხელმძღვანელის განცხადებით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური ავარიის საფრთხეა

რუსული კომპანია „როსატომის“ ხელმძღვანელის თქმით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური ავარიის საფრთხეა. ამის შესახებ ალექსეი ლიხაჩევმა „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, გასულ დღეებში სადგურის ტერიტორიის მიმართულებით 30-ჯერ გაისროლეს. „დარტყმები ხორციელდება გადამუშავებული ბირთვული საწვავის საცავზე, სპეციალურ კორპუსზე, სატრანსპორტო მაგისტრალზე, დაზიანებულია სარეზერვო დიზელ გენერატორები“, – განაცხადა ლიხაჩევმა. მანამდე, რუსეთის სამხედრო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ კიევი „არ წყვეტს პროვოკაციებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტექნოგენური ...

Read More »

უნგრელი მინისტრი Rosatom-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმს ესწრება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოჭში ჩაფრინდა სახელმწიფო ჰოლდინგ Rosatom-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ უნგრელი ოფიციალური პირი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას. „Atomexpo ბირთვული ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა. გლობალური ენერგეტიკული კრიზისის პირობებში ქვეყნისთვის უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანია საჭირო რაოდენობის ენერგიის წარმოება. პაკსის ატომური ელექტროსადგური მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ფორუმი 21-22 ნოემბერს ...

Read More »

G7 რუსული ნავთობის ფასის ლიმიტს 23 ნოემბერს გამოაცხადებს

G7 ქვეყნებმა 23 ნოემბერს უნდა გამოაცხადონ, თუ რა დონეზე დააწესებენ რუსული ნავთობის ფასის ზღვარს. ამის შესახებ Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერს. აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, ევროკავშირის ელჩების შეხვედრის წინ, 23 ნოემბერს გამოაცხადებს შეთავაზებულ ფასს. წყაროების ცნობით, თუ ევროკავშირის ელჩები მხარს დაუჭერენ წინადადებას, იგეგმება შეზღუდვის იმავე საღამოს გამოცხადება. შეზღუდვა, რომელსაც მხარს უჭერს G7 და ევროკავშირი, აუკრძალავს კომპანიებს ტრანსპორტირების სერვისების მიწოდებას, სადაზღვეო და ...

Read More »

ზამთარში უშუქოდ დარჩენა არ გვემუქრება, ენგურჰესის ჩანაცვლება მოხდება თბოელექტროსადგურებით და იმპორტით – ენერგეტიკოსი

ზამთარში უშუქოდ დარჩენა არ გვემუქრება, ენგურჰესის ჩანაცვლება მოხდება თბოელექტროსადგურებით და იმპორტით, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ განაცხადა. მისი თქმით, თბოელექტროსადგურების გამომუშავება 800 მგვტ-ია, რომელსაც უკვე ვამუშავებთ. „ასე რომ პრობლემა, შეფერხება ჩვენ ენერგომომარაგებაში არ გვექნება. თუმცა ბუნებრივია ეს არ იქნება ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასი. რაც შეეხება ენგურს, ჰიდროლოგია წელს საკმაოდ ნორმალური იყო 4 მლრდ-ზე მეტი გამოიმუშავა უკვე ...

Read More »

ძლიერი აფეთქება სანკტ-პეტერბურგში – წინასწარი მონაცემებით, აფეთქებულია გაზსადენი

19 ნოემბერს დღისით აფეთქება მოხდა „ბელოუსოვო-ლენინგრადის“ მაგისტრალის გაზსადენზე, რასაც შემდგომში ხანძარი მოჰყვა. კომპანია „გაზპრომ სანქტ-პეტერბურგის“ ცნობით, რაც შემდეგ გუბერნატორმა, ალექსანდრ დროზდენკომაც დაადასტურა თავის ტელეგრამის არხში, – აფეთქება მოხდა პეტერბურგის საზღვართან სოფლებს, ბერნგარდოვკასა და კოვალიოვოს შორის. ლენინგრადის რეგიონის გუბერნატორი დარწმუნებულია, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და არ არსებობს ხანძრის საცხოვრებელ ადგილებში გავრცელების საშიშროება.

Read More »