ძლიერი აფეთქება სანკტ-პეტერბურგში – წინასწარი მონაცემებით, აფეთქებულია გაზსადენი

19 ნოემბერს დღისით აფეთქება მოხდა „ბელოუსოვო-ლენინგრადის“ მაგისტრალის გაზსადენზე, რასაც შემდგომში ხანძარი მოჰყვა. კომპანია „გაზპრომ სანქტ-პეტერბურგის“ ცნობით, რაც შემდეგ გუბერნატორმა, ალექსანდრ დროზდენკომაც დაადასტურა თავის ტელეგრამის არხში, – აფეთქება მოხდა პეტერბურგის საზღვართან სოფლებს, ბერნგარდოვკასა და კოვალიოვოს შორის.

ლენინგრადის რეგიონის გუბერნატორი დარწმუნებულია, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და არ არსებობს ხანძრის საცხოვრებელ ადგილებში გავრცელების საშიშროება.

Leave a Reply