Tag Archives: #ნავთობი

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 20 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  108.17 (+1.24)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  103.67 (+1.48)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აშშ უკვე მესამე კვირაა რუსეთიდან ნავთობის იმპორტს არ ახორციელებს

9-15  აპრილის კვირის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი ნულ დონეზე შეინარჩუნა. რუსული ნავთობის მიწოდება ზედიზედ მესამე კვირაა არ ხორციელდება. აშშ-ის ენერგეტიკული საინფორმაციო დეპარტამენტის (EIA) მონაცემების მიხედვით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. აშშ-მა შეაჩერა ნავთობის იმპორტი რუსეთიდან 7-დან 28 იანვრამდე, მაგრამ შემდეგ აღადგინა მიწოდება. 19 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით რუსეთიდან კვლავ აღარ ხორციელდებოდა ნავთობის იმპორტი. მარტის დასაწყისში რუსული ნავთობის მიწოდების ყოველკვირეულმა მოცულობამ ...

Read More »
ბათუმის პორტი ჩინური და ყაზახური ტვირთების მოზიდვაზე მუშაობს

აზერბაიჯანის გავლით ექსპორტირებული რუსული ნავთობი ბათუმის პორტში გაიჭედა

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის მიღებას გეგმავს, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, რუსული ნავთობის ექსპორტსაც შეეხება. მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები ძალაში ჯერ არ შესულა, წამყვანი ტრეიდერები, სანქციებში მოხვედრის შიშით, უარს ამბობენ რუსული ნედლეულის გაყიდვაზე. ყაზახური კომპანიებიც კი არიდებენ თავს დღეს რუსულ ნავთობს. აზერბაიჯანული სააგენტო haqqin.az ქართულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ „ლუკოილის“ მიერ კასპიის ზღვაში მოპოვებული ნავთობი, რომელიც შემდეგ რკინიგზით აზერბაიჯანიდან ...

Read More »

შარლ მიშელი – დარწმუნებული ვარ, შევწყვეტთ დამოკიდებულებას რუსეთის გაზსა და ნავთობზე, ამისთვის პარტნიორებთან ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობთ

დარწმუნებული ვარ, შევწყვეტთ დამოკიდებულებას რუსეთის გაზსა და ნავთობზე, რაზეც პარტნიორებთან ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა მივაღწიოთ საერთო მიზანს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, კრემლის მიზანია, გაანადგუროს უკრაინის სუვერენიტეტი და გაყოს ევროკავშირი, მაგრამ ის ვერ მიაღწევს მიზანს. „რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირში ჩვენ ერთხმად მივიღეთ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება, რომელიც მიმართული ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის 19 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  107.25  (-  5.91)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  102.56  (-  5.65)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვები 25%-ით შემცირდა

რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირება კვირაში 8 აპრილიდან 15 აპრილამდე ერთბაშად 25%-ით შემცირდა, იტყობინება Bloomberg გემების მოკვლევის მონაცემებზე დაყრდნობით. სააგენტოს ცნობით, სულ 30 ტანკერმა დატვირთა დაახლოებით 21,8 მილიონი ბარელი ნავთობი რუსული საექსპორტო ტერმინალებიდან. ამრიგად, საზღვაო გზით დღეში საშუალოდ 3,12 მილიონი ბარელი იგზავნებოდა, რაც 25%-ით ნაკლებია. Bloomberg-ის შეფასებით, ნედლი ნავთობის საექსპორტო გადასახადის ამჟამინდელი განაკვეთებით, ყოველკვირეული მიწოდება რუსეთს დაახლოებით $181 მილიონს მოუტანს, რაც ...

Read More »

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი: ვცდილობთ სხვა ქვეყნები დავარწმუნოთ უარი თქვან რუსულ ნავთობზე

საფრანგეთი მხარს უჭერს რუსულ ნავთობზე ემბარგოს და სხვა ქვეყნების დარწმუნებას ცდილობს, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას “ეწინააღმდეგებიან”. ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მერმა 18 აპრილს რადიოსადგურ Europe 1-ის ეთერში განაცხადა. “როდესაც ხედავთ, რა ხდება დონბასში, როგორც არასდროს ისე არის საჭირო რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შეწყვეტა. სწორედ ამას ვამზადებთ… რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ ვცდილობთ დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, შეწყვიტონ რუსული ნავთობის ...

Read More »

აშშ-ში მაისის თვეში ფიქალი ნავთობის მოპოვების 1,5%-ით გაზრდას ვარაუდობენ

2022 წლის მაისის თვეში აშშ-ში ფიქალი ნავთობის მოპოვების ზრდა აპრილის თვის მაჩვენებელთან შედარებით შეადგენს 132 ათას ბარელს (1,5%) – 8,649 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული საინფორმაციო სამმართველოს (EIA) ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. აპრილის თვეში ფიქალი ნავთობის ფაქტობრივი მოპოვება იმ მაჩვენებელზე უფრო დაბალი იყო, ვიდრე სააგენტოს წინა პროგნოზში იყო ნავარაუდევი და შეადგინა 8,517 მილიონი ბარელი/დღე-ღამეში 8,708 მილიონი ბარელის ...

Read More »

ერაყის ნავთობის მინისტრი აცხადებს ქვეყანაზე ნავთობის მოპოვების გაზრდის მიზნით ზეწოლის შესახებ

ერაყი ზეწოლას განიცდიდა ნავთობის მოპოვების გაზრდის მიზნითე OPEC-ის შეთანხმებების მიღმა. ერაყის ნავთობის მინისტრის ი.ა.ჯაბარის ტელეარხ Al Arabiya-სთან მიცემულ ინტერვიუზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. მინისტრმა არ დაასახელა მხარე, რომელიც ერაყისგან ნავთობის მოპოვების გაზრდას ცდილობდა. ასევე მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის გაიმართა ეს მოლაპარაკებები. ამავდროულად ჯაბარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ OPEC მზად არის უზრუნველყოს ნედლი ნავთობის მიწოდება ნებისმიერი დეფიციტის ასანაზღაურებლად.

Read More »

ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებას დაასრულებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებას დაასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ჯონსონმა ბრიტანეთის პარლამენტს განუცხადა, ქვეყნის მთავრობის პრიორიტეტები გრძელვადიანი უნდა იყოს, რადგან დიდი ბრიტანეთი ხვდება რუსეთის აგრესიის ეკონომიკურ ბიძგებს. მისივე თქმით, მთავრობის მხარდაჭერა გაჭირვებული ოჯახებისთვის ხელს შეუწყობს „პუტინის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შეწყვეტას და გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგო იაფი იქნება“. ბორის ჯონსონი პირობას დებს, რომ ...

Read More »