რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირება კვირაში 8 აპრილიდან 15 აპრილამდე ერთბაშად 25%-ით შემცირდა, იტყობინება Bloomberg გემების მოკვლევის მონაცემებზე დაყრდნობით.
სააგენტოს ცნობით, სულ 30 ტანკერმა დატვირთა დაახლოებით 21,8 მილიონი ბარელი ნავთობი რუსული საექსპორტო ტერმინალებიდან.
ამრიგად, საზღვაო გზით დღეში საშუალოდ 3,12 მილიონი ბარელი იგზავნებოდა, რაც 25%-ით ნაკლებია.
Bloomberg-ის შეფასებით, ნედლი ნავთობის საექსპორტო გადასახადის ამჟამინდელი განაკვეთებით, ყოველკვირეული მიწოდება რუსეთს დაახლოებით $181 მილიონს მოუტანს, რაც წინა კვირასთან შედარებით $60 მილიონით ნაკლებია.
ამასთან, დასავლეთის ქვეყნები რუსეთიდან ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებას განიხილავენ.
მანამდე, Reuters-ი წერდა, რომ უმსხვილესი მოვაჭრეები აპირებენ 15 მაისიდან შეამცირონ რუსული ნავთობის შესყიდვები ევროკავშირის სანქციების გამო.
წყარო: bfm.ge