აშშ უკვე მესამე კვირაა რუსეთიდან ნავთობის იმპორტს არ ახორციელებს

9-15  აპრილის კვირის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი ნულ დონეზე შეინარჩუნა. რუსული ნავთობის მიწოდება ზედიზედ მესამე კვირაა არ ხორციელდება. აშშ-ის ენერგეტიკული საინფორმაციო დეპარტამენტის (EIA) მონაცემების მიხედვით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

აშშ-მა შეაჩერა ნავთობის იმპორტი რუსეთიდან 7-დან 28 იანვრამდე, მაგრამ შემდეგ აღადგინა მიწოდება. 19 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით რუსეთიდან კვლავ აღარ ხორციელდებოდა ნავთობის იმპორტი. მარტის დასაწყისში რუსული ნავთობის მიწოდების ყოველკვირეულმა მოცულობამ მიაღწია მაქსიმალურ მნიშვნელობას  2022 წელს – 148 ათას ბარელს/დღე-ღამეში. 26 მარტიდან რუსეთიდან ნავთობის იმპორტი კვლავ შეწყდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 8 მარტს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც კრძალავს რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტს და ახალ ინვესტიციებს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთიდან ქვეყანაში ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი თხევადი აირისა და ქვანახშირის იმპორტის გარიგებების დასრულების ვადა 22 აპრილამდე დააწესა.

Leave a Reply