Tag Archives: #გერმანია

TAP-ის მშენებლობა 2016 წლის 16 მაისს დაიწყება

Gascade ააგებს პირველ მილსადენს, რომელიც თხევად გაზს გერმანულ გაზის ქსელთან დააკავშირებს

გერმანიის მილსადენების ოპერატორმა Gascade-მა სამშაბათს განაცხადა, რომ ის უზრუნველყოფს პირველი მილსადენის აგებას, რომელიც დააკავშირებს გათხევადებულ ბუნებრივ აირს გერმანულ ქსელთან. Gascade-ის თანახმად, მილსადენი, რომლის სიგრძე რამდენიმე ასეული მეტრი იქნება, დააკავშირებს მცურავ საცავებს სადგურთან, რომელიც მდებარეობს ქალაქ ლუბმინთან ახლოს. მილსადენის მშენებლობა, რომლის მიწოდების სიმძლავრე დაახლოებით 6 გიგავატი იქნება საათში, უნდა დასრულდეს 2022 წლის ბოლომდე, განაცხადა Gascade-მა.

Read More »
გაზპრომი მსოფლიოს მსხვილი ენერგოკომპანიების ტოპათეულიდან გაქრა

გერმანია Gazprom Germania-ს შესაძლო ნაციონალიზაციისთვის ემზადება

გერმანიის მთავრობამ Gazprom Germania-ს შესაძლო ნაციონალიზაციის მიზნით ჰოლდინგური კომპანია შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Welt am Sonntag-ი მთავრობის დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობისთვის, გერმანიაში ენერგეტიკული ბიზნესი რუსულმა „გაზპრომმა“ აპრილში დატოვა. გერმანიის ენერგეტიკული მარეგულირებლის მიერ აპრილშივე გაკეთებული განცხადების მიხედვით, Gazprom Germania-ს მართვა მათი ქვეყნისა და ევროპის ინტერესებიდან გამომდინარე დაიგეგმებოდა. როგორც გამოცემა Welt am Sonntag-ი იტყობინება, ჰოლდინგური კომპანია, სახელწოდებით Securing Energy for ...

Read More »

ბერბოკი: გერმანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს იმ შემთხვევაშიც არ გააუქმებს, თუკი გერმანელები ელექტროენერგიის მაღალ ფასებს გააპროტესტებენ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის სიტყვებით, გერმანია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს იმ შემთხვევაშიც კი არ გააუქმებს, თუ გერმანელები ელექტროენერგიის მაღალ ფასებს გააპროტესტებენ. „შემიძლია, დავპირდე უკრაინელ ხალხს – ჩვენ მხარს გიჭერთ და დაგიჭერთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, რასაც უნდა ფიქრობდნენ ჩემი გერმანელი ამომრჩევლები“, – აღნიშნა ბერბოკმა. ანალენა ბერბოკის თქმით, ყველას სურს, რომ ომი დასრულდეს და სანქციები მოიხსნას, მაგრამ ეს თუ არ მოხდება, ...

Read More »

ბერბოკი: “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის გაშვებას ეწინააღმდეგება

შეკითხვაზე, აუცილებელია თუ არა “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის მუშაობის განახლება, ბერბოკმა აღნიშნა, რომ რუსული გაზსადენები ახლა არა მხოლოდ მილსადენები, არამედ იარაღია ჰიბრიდულ ომში. “თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ აწვდის გაზს “ჩრდილოეთ ნაკადი 1”-ით, რატომ უნდა მიაწოდოს “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ით? “ჩრდილოეთ ნაკადი 1” არ იღებს საკმარის გაზს, არა იმიტომ, რომ მილსადენი გატეხილია, არამედ იმიტომ, რომ პუტინს არ უნდა ეს:, – თქვა ...

Read More »

შოლცი: ენერგომომარაგების უსაფრთხოების თვალსაზრისით, ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე რამდენიმე თვის წინ

„ენერგომომარაგების უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე რამდენიმე თვის წინ ვიყავით, – აცხადებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. მისივე თქმით, გერმანია გეგმავს, ენერგიის დასაზოგად, 1-ლი სექტემბრიდან, არაერთი ღონისძიება გაატაროს, რათა ქვეყანა რუსული გაზის იმპორტის პოტენციური შეფერხებისთვის მოემზადოს. „წინა წლისგან განსხვავებით, ჩვენი გაზის საწყობების 80%-ზე მეტით არის სავსე. გავაგრძელებთ მუშაობას დარჩენილი სივრცის შევსების მიზნით“, თქვა შოლცმა. ენერგომომარაგების რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას უსვამს ხაზს რობერტ ჰაბეკიც ...

Read More »

ბერბოკი: გერმანიამ, რუსულ გაზზე დამოკიდებულებით, საკუთარი უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა დათმო

„გერმანიამ, რუსულ გაზზე დამოკიდებულებით, საკუთარი უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა დათმო“, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოცემა „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ თავს ვიტყუებთ, როცა ვამბობთ, რომ რუსეთისგან ოდესმე იაფ გაზს ვიღებდით. შეიძლება, რუსულ გაზში ცოტა გადავიხადეთ, მაგრამ ძალიან ბევრი გადავიხადეთ უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. უკრაინამ კი, ამის გამო ადამიანების სიცოცხლით გადაიხადა“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

გერმანია გაზის საცავებს დაგეგმილზე სწრაფად ავსებს

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა გაზის საცავებში მარაგებს დაგეგმილზე სწრაფად ავსებს, რაც იმედს აძლევს ქვეყანას, რომ ზამთარში გაზის მწვავე დეფიციტის თავიდან არიდებას შეძლებს. რობერტ ჰაბეკის თქმით, საცავების 85%-ით შევსებას გერმანია ოქტომბრისთვის ვარაუდობდა, თუმცა ამ მიზანს უკვე სექტემბრის დასაწყისისთვის მიაღწევენ. როგორც მინისტრი განმარტავს, აგვისტოს თვეში მოხმარებული ბუნებრივი აირის მხოლოდ 9.5% იყო რუსეთიდან მიღებული, მაშინ, როდესაც გასულ წელს მოხმარებული აირის 55% რუსულ ...

Read More »

კანადა გერმანიას Nord Stream-ის დარჩენილ ხუთ ტურბინას დაუბრუნებს

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ, ოთხშაბათს განაცხადა, რომ ოტავა აპირებს, გერმანიას რუსული Nord Stream-ის გაზსადენის დარჩენილი ხუთი ტურბინაგადასცეს. მანამდე, ოტავამ ეს ნაბიჯი გერმანიისთვის გაზის მიწოდების უზრუნველყოფის აუცილებლობით ახსნა. კანადა ასევე აცხადებს, რომ კრემლი ტურბინების დაბრუნებაზე უარს სათავისოდ გამოიყენებდა და ევროპული ენერგიის დეფიციტზე პასუხისმგებლობას იმ ქვეყნებს დააკისრებდა, ვინც სანქციები დაუწესა. „კანადას არ სურს, რომ პუტინს თავის მართლების საშუალება მისცეს და ...

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

გერმანიამ ზამთრისთვის ენერგიის დასაზოგად, ახალი ზომები დაამტკიცა

გერმანიის მთავრობამ, ზამთრისთვის ენერგიის დასაზოგად, ახალი ზომები დაამტკიცა, რომელთა მიხედვითაც, საჯარო შენობებში გათბობისა და განათების გამოყენების წესებს ზღუდავს, – ამის შესახებ BBC წერს. ახალი წესებით მიზნად გაზის მოხმარების 2%-ით შემცირებას ისახავს. „ეს რუსულ გაზზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირების მცდელობის ნაწილია“, – წერს BBC. მედიასაშუალების ცნობით, სექტემბრიდან, საზოგადოებრივი შენობები, გარდა ისეთი დაწესებულებებისა, როგორიც საავადმყოფოა, გათბობა შეიძლება მთლიანად გამორთონ შესასვლელებში, დერეფნებსა და ფოიეებში. ასევე, ...

Read More »
21-ე საუკუნეში ყველაზე გავრცელებული ენერგიის წყარო ქვანახშირია

გერმანიაში კიდევ ერთი ქვანახშირის ელექტროსადგური განაახლებს მუშაობას

ენეგრეტიკული კონცერნი Uniper აცხადებს, რომ ორშაბათიდან კვლავ სრული დატვირთვით ამუშავდება ქვანახშირის ელექტროსადგური Heyden 4, რომელიც ერთი წლის დეკარბონიზაციის პროგრამის ფარგლებში გადაიყვანეს კონსერვაციის რეჟიმში. კიდევ ერთმა ენერგეტიკულმა კონცერმა STEAG დღეს განაცხადა, რომ ნოემბერის დასაწყისში საარის მხარეში ნახშირზე მომუშავე ორი ელექტროსადგური, ვეიხერის და დაიწყებს სრული სიმძლავრით ფუნქციონირებას. კონცერნის ხელმძღვანელთა თქმით, თბოსადგურები ტექნიკურად უკვე არიან მზად ამუშავდნენ, მაგრამ არსებული კანონის თანახმად, ელექტროსადგურს უნდა ...

Read More »