კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ, ოთხშაბათს განაცხადა, რომ ოტავა აპირებს, გერმანიას რუსული Nord Stream-ის გაზსადენის დარჩენილი ხუთი ტურბინაგადასცეს.
მანამდე, ოტავამ ეს ნაბიჯი გერმანიისთვის გაზის მიწოდების უზრუნველყოფის აუცილებლობით ახსნა. კანადა ასევე აცხადებს, რომ კრემლი ტურბინების დაბრუნებაზე უარს სათავისოდ გამოიყენებდა და ევროპული ენერგიის დეფიციტზე პასუხისმგებლობას იმ ქვეყნებს დააკისრებდა, ვინც სანქციები დაუწესა.
„კანადას არ სურს, რომ პუტინს თავის მართლების საშუალება მისცეს და ევროპის წინააღმდეგ, გაზის ექსპორტი იარაღად გამოიყენოს“, – აცხადებს ჯოლი.