ბერბოკი: “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის გაშვებას ეწინააღმდეგება

შეკითხვაზე, აუცილებელია თუ არა “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის მუშაობის განახლება, ბერბოკმა აღნიშნა, რომ რუსული გაზსადენები ახლა არა მხოლოდ მილსადენები, არამედ იარაღია ჰიბრიდულ ომში.

“თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ აწვდის გაზს “ჩრდილოეთ ნაკადი 1”-ით, რატომ უნდა მიაწოდოს “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ით? “ჩრდილოეთ ნაკადი 1” არ იღებს საკმარის გაზს, არა იმიტომ, რომ მილსადენი გატეხილია, არამედ იმიტომ, რომ პუტინს არ უნდა ეს:, – თქვა ბერბოკმა.

იაფფასიან რუსულ გაზს მინისტრმა “თვითმოტყუება” უწოდა, რომელსაც გერმანიამ “წერტილი უნდა დაუსვას”.

“შესაძლოა, ჩვენ გადავიხადეთ არა დიდი ფულით, არამედ ჩვენი უსაფრთხოებითა და დამოუკიდებლობით. და უკრაინელებმა გადაიხადეს ათასობით სიცოცხლით”, – თქვა მან.

Leave a Reply