21-ე საუკუნეში ყველაზე გავრცელებული ენერგიის წყარო ქვანახშირია

გერმანიაში კიდევ ერთი ქვანახშირის ელექტროსადგური განაახლებს მუშაობას

ენეგრეტიკული კონცერნი Uniper აცხადებს, რომ ორშაბათიდან კვლავ სრული დატვირთვით ამუშავდება ქვანახშირის ელექტროსადგური Heyden 4, რომელიც ერთი წლის დეკარბონიზაციის პროგრამის ფარგლებში გადაიყვანეს კონსერვაციის რეჟიმში.

კიდევ ერთმა ენერგეტიკულმა კონცერმა STEAG დღეს განაცხადა, რომ ნოემბერის დასაწყისში საარის მხარეში ნახშირზე მომუშავე ორი ელექტროსადგური, ვეიხერის და დაიწყებს სრული სიმძლავრით ფუნქციონირებას. კონცერნის ხელმძღვანელთა თქმით, თბოსადგურები ტექნიკურად უკვე არიან მზად ამუშავდნენ, მაგრამ არსებული კანონის თანახმად, ელექტროსადგურს უნდა ჰქონდეს 30 დღის სრული დატვირთვით მუშაობისთვის საჭირო ნახშირის მარაგი. „რკინიგზის ტრანსპორტში ამჟამად დაძაბული ლოგისტიკური ვითარებიდან გამომდინარე” ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ნოემბრამდე, ალბათ, არ მოხერხდება.

რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეზღუდვის წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის მიზნით, კონსერვაციის რეჟიმში მყოფი ქვანახშირის ელექტროსადგურების ამუშავებას გერმანიის პარლამენტის ორივე პალატამ სპეციალური კანონით ივლისის ბოლოს დაუჭირა მხარი, უკვე 2 აგვისტოს კი მეჰრუმის ნახშირის ელექტროსადგურმა განაახლა მუშაობა

ცნობისთვის: მეჰრუმის ნახშირის ელექტროსადგურის სიმძლავრე 690 მგვტ-ია, ჰაიდენ 4-ის – 875 მგვტ, ვეიხერის – 650 მგვტ, ბექსბახის კი – 780 მგვტ.

შედარებისთვის: გარდაბნის თბოელექტროსადგურის სიმძლავრე 230 მგვტ-ია)

Leave a Reply