Tag Archives: #ნავთობი

მაღალი ფასის მიუხედავად, საქართველოში საწვავის იმპორტი და მოხმარება მატულობს

ნავთობპროდუქტების იმპორტი და მოხმარება იზრდება. 2022 წლის იანვარ-მარტი ამ მხრივ პოზიტიური აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ფასები რეკორდულად მაღალია, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის იმპორტი და მოხმარება მატულობს, რასაც აღმავალი ტრენდი აქვს და ეკონომიკურ სტაბილურობაზე მეტყველებს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირშის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-მარტის  განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 257,2 ათასი ტონა, რაც 4,2 ათასი ტონით, ანუ 1,7%-ით მეტია გასული წლის ...

Read More »

ლიბიამ უმსხვილეს ნავთობსაბადოზე ფორს-მაჟორული მდგომარეობა გამოაცხადა

ლიბიამ გამოაცხადა ფორს-მაჟორი უმსხვილეს ნავთობსაბადოზე საწვავის მოპოვების შეჩერების გამო, ამ ვითარებას წინ უძღოდა საპროტესტო აქციები. ქვეყნის ნაციონალური ნავთობკორპორაცია NOC-ის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „პიროვნებათა ჯგუფმა ზეწოლა მოახდინა ალ-შარარას ნავთობსაბადოზე მუშებზე, რამაც აიძულა ისინი თანდათან შეეწყვიტათ მოპოვება და შეუძლებელი გახადა NOC-ს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება. შესაბამისად, NOC ვალდებულია გამოაცხადოს ფორს-მაჟორი ალ-შარარას ნავთობსაბადოზე შემდგომ ცნობამდე“, – ნათქვამია განცხადებაში. ლიბიის ნავთობისა და ...

Read More »
„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

Gazprom-ის ექსპორტის მაჩვენებელი 26.4%-ით შემცირდა

2022 წლის პირველ კვარტალში, Gazprom-ის მიერ შორეულ ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტი 26.4%-ით, ანუ 16 მილიარდი კუბური მეტრითაა შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, – ამის შესახებ Gazprom-ის მიერ გამოქვეყნებულ კვარტალურ მიმოხილვაში ვკითხულობთ. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში, 1.3%-ით, ანუ 2.1 მილიარდი კუბური მეტრით შემცირდა Gazprom-ის მიერ გაზის მოპოვების მაჩვენებელიც. თავისთავად ცხადია, რომ რუსული გაზის ექსპორტის შემცირება დასავლური ქვეყნების მიერ რუსეთისადმი დაწესებულმა სანქციებმა ...

Read More »

ევროკომისია ნავთობის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო შემდგომ სანქციებზე მუშაობს

ევროკომისია აცხადებს, რომ ნამდვილად მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო შემდგომ სანქციებზე ნავთობის სფეროში. ევროკომისიის მთავარი სპიკერი, ერიკ მამერი აცხადებს, რომ ამ დროისთვის მას არ შეუძლია დამატებითი დეტალების დასახელება. ევროკავშირმა ამ დრომდე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ხუთი პაკეტი დაამტკიცა, თუმცა გაურკვეველია, იქნება თუ არა სანქციების მეექვსე პაკეტი და თუ იქნება, როდის. მანამდე საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დონეზე რუსულ ნავთობზე ემბარგოს ...

Read More »

უნგრეთი: რუსულ ნავთობსა და გაზზე სანქციებს მხარს არ დავუჭერთ

ბუდაპეშტი რუსულ ნავთობსა და გაზზე ევროკავშირის სანქციების დაწესებას მხარს არ დაუჭერს, აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო. „უნგრეთში რუსული გაზის იმპორტი შეფერხების გარეშე ხორციელდება“, – განაცხადა სიიარტომ ანკარაში ვიზიტისას გამართულ პრეს-კონფერენციაზე. უნგრეთი ევროკავშირის წევრებს შორის ყველაზე პრორუსული განწყობებით გამოირჩევა. კვირას ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს გამოცხადებას განიხილავს. ევროკავშირის მასშტაბით სანქციების შემოღებისთვის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. რუსული ენერგო-მატარებლების ...

Read More »

საწვავის იმპორტში გადახდილი ფული იანვარ-მარტში 72%-ით გაიზარდა

იანვარ-მარტში საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 72%-ით ძვირი, $245 მლნ დაუჯდა, ეს მაშინ როცა, უშუალოდ იმპორტირებული საწვავის მოცულობა მხოლოდ 1.7%-ით 257 ათას ტონამდე გაიზარდა, საიდანაც 135 ათასი ტონა ბენზინი იყო და 122 ათასი ტონა დიზელი. იმპორტის 27% – 69.4 ათასი ტონა რუმინეთიდან განხორციელდა, 20.9% – 53.7 ათასი ტონა რუსეთიდან, 20.8% – 53.5 ათასი ტონა ბულგარეთიდან, 15.7% – ...

Read More »

პოდოლიაკი – ომის სწრაფად დასრულების ერთადერთი გზა არის რუსეთის „სისხლისგან დაცლა“ ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაწესებით

ომის სწრაფად დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის შეიარაღება, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის და გაზის ემბარგოა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ დაწერა. მისი თქმით, წამყვანი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ უკრაინაში გაჭიანურებულმა ომმა შეიძლება, გამოიწვიოს სასურსათო კრიზისი მთელ მსოფლიოში. „ომის სწრაფად დასრულების ერთადერთი გზა არის უკრაინის შეიარაღება და რუსეთის „სისხლისგან დაცლა“ ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაწესებით. ვინც აირჩევს ომზე თვალის დახუჭვას, ფასების ზრდის ...

Read More »

აუცილებელი არ არის რუსულ ნავთობზე სანქციები ბლაგვი ინსტრუმენტი იყოს – მოსაზრება

წამყვანი გლობალური დემოკრატიები უკრაინაში რუსული ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკის მიმართ აღშფოთებას გამოხატავენ. თუმცა, ამავდროულად მოსკოვს ასობით მილიარდ დოლარს უხდიან, რომელიც ქვეყანამ შესაძლოა სამხედრო ძალისხმევაზე დახარჯოს. Bloomberg Economics-ის შეფასებით, გაზრდილი ფასების გამო, რუსეთი 2022 წელს ენერგორესურსების გაყიდვიდან $320 მილიარდს მიიღებს, რაც გასულ წელთან შედარებით მესამედით მეტია. მეორე მხრივ, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ტალღები არ იკლებს. უკრაინის მოთხოვნის საპასუხოდ, ნავთობმოვაჭრეებმა, როგორიცაა Vitol-ი და ...

Read More »

„მშვიდობა და არა ნავთობი“ – წარწერა რუსულ ნავთობმზიდ ტანკერზე სიცილიის პორტში

იტალიაში ორგანიზაცია  „გრინპისის“ აქტივისტებმა რუსეთის ნავთობმზიდ ტანკერს დიდი ასოებით წააწერეს: „მშვიდობა და არა ნავთობი“. ამ ქმედებით ისინი მოუწოდებენ ევროპის ქვეყნების მთავრობებს,  შეწყვიტონ წიაღისეული საწვავის გამოყენება. გასულ უქმეებზე აქტივისტები ორი რეზინის კატერით მიუახლოვდნენ გემს, რომელიც სიცილიის პორტისკენ მიემართებოდა. მათ გემს ყვითელი საღებავით გაუკეთეს წარწერა. ნავთობმზიდი ტანკერი ლიბერიის დროშით დაცურავს, თუმცა, როგორც ცნობილია, იგი რუსულ გადამზიდ კომპანია „სოვკომფლოტს“ ეკუთვნის. როგორც „გრინპისში“ აცხადებენ, გემი პირველი აპრილიდან პრიმორსკიდან გამოვიდა და ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 15 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  111.70  (+  2.92)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  106.95  (+  2.70)  დოლარი/ბარელზე.

Read More »