ლიბიამ გამოაცხადა ფორს-მაჟორი უმსხვილეს ნავთობსაბადოზე საწვავის მოპოვების შეჩერების გამო, ამ ვითარებას წინ უძღოდა საპროტესტო აქციები. ქვეყნის ნაციონალური ნავთობკორპორაცია NOC-ის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
„პიროვნებათა ჯგუფმა ზეწოლა მოახდინა ალ-შარარას ნავთობსაბადოზე მუშებზე, რამაც აიძულა ისინი თანდათან შეეწყვიტათ მოპოვება და შეუძლებელი გახადა NOC-ს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება. შესაბამისად, NOC ვალდებულია გამოაცხადოს ფორს-მაჟორი ალ-შარარას ნავთობსაბადოზე შემდგომ ცნობამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ლიბიის ნავთობისა და გაზის მინისტრმა მუჰამედ აუნმა განაცხადა, რომ ქვეყანას არ აქვს შესაძლებლობა გაზარდოს ნავთობისა და გაზის მიწოდება ევროკავშირში.
„ლიბიას არ შეუძლია ევროპაში გაზისა და ნავთობის მიწოდების გაზრდა, რადგან მას ისინი ახლა არ გააჩნია “, – განაცხადა მინისტრმა.