Tag Archives: #გერმანია

ინფლაცია ევროპაში: გერმანიაში ვარაუდობენ, რომ ენერგორესურსებზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება

გერმანიის ფინანსთა მინისტრის კრისტიან ლინდნერის განცხადებით, გერმანია 10 მილიარდი ევროს ოდენობის საგადასახადო შეღავათებს შესთავაზებს დასაქმებულებს, რათა უკეთ გაუმკლავდნენ მზარდ ინფლაციას. ივლისში გერმანიაში ინფლაცია მაღალ ნიშნულზე იყო და 7.5 პროცენტი შეადგინა, მაისში კი ამ მონაცემმა 7.9 პროცენტს მიაღწია, რაც 1973 წლის ნავთობის კრიზისის პერიოდიდან მოყოლებული რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი იყო. კრისტიან ლინდნერი აღნიშნავს, რომ ბევრი ადამიანისთვის ყოველდღიური ცხოვრება ძალიან გაძვირდა. ხელისუფლება ვარაუდობს, ...

Read More »

გერმანელების უმრავლესობა რუსეთისგან ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მომხრეა

გერმანელების 71% მიიჩნევს, რომ მათი ქვეყანა რუსეთისგან ენერგეტიკულად დამოუკიდებელი უნდა გახდეს, ხოლო საპირისპირო მოსაზრება გამოკითხულთა მხოლოდ 24%-ს აქვს. Deutschlandtrend-ის განახლებულ კვლევაში აღინიშნება, რომ გერმანიის დასავლეთში ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მხარს უჭერს მოსახლეობის შესამჩნევად უფრო დიდი პროცენტი, ვიდრე ქვეყნის აღმოსავლეთში – 76 პროცენტი 54-ის წინააღმდეგ. ამავე გამოკითხვის მიხედვით, გერმანელების 39% მართებულად მიიჩნევს უკრაინაში იარაღის მიწოდების ამჟამინდელ მოცულობას. ივნისში ასეთ მოსაზრებას 42% იზიარებდა. ამასთან, ...

Read More »

ოლაფ შოლცი დეკემბრისთვის დაგეგმილი ატომური ელქტროსადგურების შეჩერების გადავადებას არ გამორიცხავს

ასეთი მოსაზრება გამოთქვა გერმანიის კანცლერმა იოლაფ შულცმა რურის რეგიონის ქალაქ მიულჰაიმის Siemens Energy-ის ქარხანაში, სადაც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1″-ის მუშაობისთვის საჭირო კანადაში გარემონტებული ტურბინა ინახება. ოლაფ შოლცის თქმით, ენერგიის მოსალოდნელი დეფიციტიდან გამომდინარე, ფედერალური მთავრობა ატომური ენერგიის გამოყენების ხანგრძლივობის ვადის გაზრდის საკითხს განიხილავს. ამჟამად ჯერ კიდევ მოქმედი სამი ატომური ელქტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგია არაა დიდი (სამივე ატომური ელექტროსადგურის წილად გერმანიაში წარმოებული ელექტროენერგიის ...

Read More »
ბიოგაზი - ენერგიის ალტერნატიული წყარო

გერმანიაში ქათმისა და საქონლის ექსკრემენტებს ბიოგაზად გადაამუშავებენ

რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომი“ გერმანიას საჭირო ბუნებრივი აირის მხოლოდ 20 პროცენტს აწვდის. შესაბამისად, გერმანიაში ენერგიის მიღების ალტერნატიულ გზებზე საუბრობენ. ზოგიერთი ქალაქი ცივი ზამთრისთვის უკვე ემზადება. გერმანიის დედაქალაქიდან მოშორებით, ქალაქ ცერბსტში არსენილი ბიოგაზის ქარხანა ქათმისა და საქონლის ექსკრემენტებს ბიოგაზად ამუშავებს. „ყოველ სამუშაო დღეს ჩვენ საკმაოდ ბევრ გაზს ვაწარმოებთ, რაც ნავთობის 20,000-ლიტრიანი ტანკერის ეკვივალენტია”, – ამბობს ბიოგაზის ქარხნის მფლობელი კრის დერინგი. გერმანიას ახლა ...

Read More »

ოლაფ შოლცი: გერმანია უნდა ელოდოს, რომ „გაზპრომი“ აღარ შეასრულებს გაზის მიწოდების კონტრაქტებს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უნდა ელოდოს, რომ „გაზპრომი“ აღარ შეასრულებს გაზის მიწოდების კონტრაქტებს. „ეს მკაფიო და მარტივია: ტურბინა აქ არის. მისი მიწოდება შესაძლებელია. მხოლოდ ვიღაცამ უნდა თქვას: მე მინდა ეს. მაშინ ის იქ იქნება ძალიან მალე“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მაშინაც კი, თუ გაზის ტრანსპორტირება Nord Stream 1-ის მილსადენით კვლავ კარგად იმუშავებს, პრობლემები ...

Read More »

„გაზი შეიძლება, გამორთო, მაგრამ სიკვდილს ვერ გამორთავ“ – გერმანიის კრემატორიუმები საგანგებო გეგმას ავითარებენ

გერმანიის კრემატორიუმები საგანგებო გეგმას ავითარებენ, რომ გაზის მზარდ ხარჯებსა და გათიშვის რისკებს გაუმკლავდნენ. Reuters-ის ცნობით, „გერმანელები გარდაცვალების შემდეგ კრემაციას სულ უფრო ხშირად ირჩევენ, ამ ბიზნესს კი პრობლემები შეექმნება, თუ რუსეთი გაზის მიწოდებას შეწყვეტს.“ „გაზი შეიძლება, გამორთო, მაგრამ სიკვდილს ვერ გამორთავ,“ – აცხადებს გერმანიის კრემაციის კონსორციუმის თავმჯდომარე, სვენდ-იორკ სობოლევსკი. მისი თქმით, ნებისმიერი ნორმირების შემთხვევაში, სექტორი პრიორიტეტული უნდა იყოს, რადგან გაზის გარეშე ...

Read More »

გერმანია შემოდგომაზე რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტას შესაძლებლად მიიჩნევს

შტეფან ვოლფი, მეტალურგიული და ელექტრო დამსაქმებელთა კავშირის Gesamtmetall-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გერმანია შემოდგომაზე უნდა მოემზადოს რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტისთვის. Report-ის ცნობით, მან თავისი შეხედულება Funke Media Group-თან კვირას გამოქვეყნებულ ინტერვიუში გამოთქვა. „შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გაზის მიწოდების სრული შეწყვეტა მოხდება შემოდგომაზე, იმ დროს, როდესაც ოჯახები კვლავ ჩართავენ გაზის გამათბობლებს“, – თქვა ვოლფმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბუნებრივი აირის დეფიციტის შემთხვევაში, ...

Read More »
გაზი საქართველოს გარდა ყველგან იაფდება

გაზის კრიზისის გამო, გერმანიის ქალაქ ჰანოვერის საჯარო შენობებში წყლის გათბობა გამორთეს

გაზის კრიზისის გამო, გერმანიის ქალაქ ჰანოვერში, საჯარო შენობებში წყლის გათბობა გამორთეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ეს გერმანიის პირველი დიდი ქალაქია, რომელმაც რუსეთის მიერ გაზის მიწოდების დრამატულად შემცირების გამო ცხელი წყალი გამორთო. ჰანოვერში, საჯარო შენობებში ამიერიდან ხელის დასაბანად მხოლოდ ცივი წყალი იქნება ხელმისაწვდომი, შეიზღუდება სპორტულ დარბაზებში წყლის გამათბობლის გამოყენება. ასევე ენერგიის დაზოგვის მიზნით, გამოირთვება შადრევნები და ღამის ქუჩის განათებები ისეთ შენობებზე, როგორიცაა ...

Read More »

გერმანიის პრეზიდენტის რეზიდენცია, ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, ღამით არ განათდება

ბერლინში მდებარე, გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის რეზიდენცია, ენერგიის დაზოგვის მიზნით, ღამის საათებში არ განათდება. ამის შესახებ ​DPA წერს. შტაინმაიერის ოფისის წარმომადგენლის თქმით, ამიერიდან, ღამის საათებში რეზიდენცია მხოლოდ უცხოელი ოფიციალური პირების ვიზიტის შემთხვევაში განათდება. აღნიშნულია, რომ ბელვიუს სასახლე ნაწილობრივ ელექტროენერგიას ჰიდროელექტროსადგურებიდან, ნაწილობრივ კი შენობის სახურავზე განთავსებული მზის პანელებიდან იღებდა. რეზიდენციის რემონტის ფარგლებში, განახლებადი ენერგიის წილის გაზრდა იგეგმება – კერძოდ, გათბობის სისტემის ...

Read More »

ოლაფ შოლცი: გერმანია გაზის მოწოდების საკითხში რუსეთს ვეღარ ენდობა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბოლო მოვლენების გამო რუსეთი გერმანიისთვის გაზის სანდო მიმწოდებელი არ არის. პრესკონფერენციაზე შოლცმა თქვა, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდება არ იქნება იმაზე უსაფრთხო, ვიდრე ახლაა იმ პირობებში, როდესაც მოსკოვმა Nord Stream 1-ის სიმძლავრე 40%-მდე შეზღუდა. „ამიტომ ჩვენ სანდოობას ვანიჭებთ უპირატესობას“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. ოლაფ შოლცის განცხადებით, ქვეყნის მოსახლეობა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე მარტო არ ...

Read More »