გერმანია შემოდგომაზე რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტას შესაძლებლად მიიჩნევს

შტეფან ვოლფი, მეტალურგიული და ელექტრო დამსაქმებელთა კავშირის Gesamtmetall-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გერმანია შემოდგომაზე უნდა მოემზადოს რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტისთვის.

Report-ის ცნობით, მან თავისი შეხედულება Funke Media Group-თან კვირას გამოქვეყნებულ ინტერვიუში გამოთქვა.

„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გაზის მიწოდების სრული შეწყვეტა მოხდება შემოდგომაზე, იმ დროს, როდესაც ოჯახები კვლავ ჩართავენ გაზის გამათბობლებს“, – თქვა ვოლფმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბუნებრივი აირის დეფიციტის შემთხვევაში, პრიორიტეტი უნდა იყოს მიენიჭოს წარმოებას და არა კერძო ოჯახებს.

Leave a Reply