Tag Archives: #აირი

“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

აზიაში რუსული ნავთობის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა

რუსეთის საზღვაო ნავთობის ნაკადები გეზს იცვლის. ევროპული სანქციების ფონზე, აზიაში რუსული ნავთობის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა. ინდოეთი, რომელიც რუსული ნავთობის უმნიშვნელო მყიდველი იყო, ახლა ჩინეთის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს. ჩინეთი რუსეთის წყნარი ოკეანის სანაპიროს პორტებიდან გადაზიდული ნედლი ნავთობის ერთადერთი ბაზარი გახდა, ხოლო ინდოეთი დასავლეთ სანაპიროების პორტებიდან გატანილი ნავთობის უმსხვილესი მყიდველია. აზიელი მყიდველები, რომლებშიც ეს ორი ქვეყანა დომინირებს, ახლა რუსეთის პორტებიდან გადაზიდული ნედლი ...

Read More »

ბულგარეთი აზერბაიჯანულ გაზს, სავარაუდოდ, აგვისტოდან მიიღებს

საბერძნეთ-ბულგარეთის (IGB), დამაკავშირებელი გაზის ინტერკონექტორის გაშვების თარიღი ცნობილია. ინტერკონექტორის მეშვეობით აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება ბულგარეთში 2022 წლის ივლისში განხორციელდება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ბრიფინგზე ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა განაცხადა. „ჩვენი შემდგომი გამარჯვება იქნება საბერძნეთთან გაზსადენის გახსნა, რომლითაც აზერბაიჯანიდან ბუნებრივ აირს მივიღებთ. მიმდინარე კვირას ვიყავი ბაქოში, რათა განგვესაზღვრა მიწოდების მოცულობა. ჩვენ გვექნება 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, რომელსაც მალე მივიღებთ. ველით, რომ ეს ივლისში მოხდება. აგვისტოდან კი ბულგარეთი გაზს ...

Read More »

ევროკომისიის ხელმძღვანელი, ისრაელთან ეგვიპტის გავლით ევროპისთვის თხევადი გაზის მიწოდების საკითხს განიხილავს

ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ისრაელის ხელისუფლებასთან ევროპისთვის გაზის მიწოდების საკითხს განიხილავს. ევროკომისიის ხელმძღვანელი ამ საკითხზე ისრაელის ენერგეტიკის მინისტრ კარინ ელჰარარს შეხვდა. ინფორმაციას ენერგეტიკის მინისტრი Twitter-ზე ავრცელებს. მინისტრის განცხადებით, ევროპისთვის გაზის მიწოდების საკითხზე სამუშაო ჯგუფების ფორმირება მარტში დასრულდა. ისრაელის მედიის ცნობით, ევროკავშირი სამმხრივი ენერგოხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს, რომლის თანახმადაც ისრაელიდან თხევადი გაზი ეგვიპტის გავლით ევროპას მიეწოდება. ცნობილია, რომ ისრაელი თხევადი აირის მოპოვებას ახალი საბადოების ხარჯზე 40 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. ...

Read More »
საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მილსადენები

ცნობილია, რა მოცულობის გაზი გაატარა TANAP-მა 4 წლის განმავლობაში

2022 წლის 12 ივნისის მდგომარეობით, ოთხი წლის განმავლობაში ტრანსანატოლიური გაზსადენით 29,7 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის იმპორტი განხორციელდა. ინფორმაცია თურქეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია BOTAŞ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. TANAP გაზის სამხრეთის კორიდორის ნაწილია და აზერბაიჯანულ გაზს „შაჰ-დენიზის“ საბადოებიდან კასპიის ზღვით თურქეთს, ხოლო შემდეგ TAP-ის მეშვეობით ევროპას აწვდის. 2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, ევროპაში მიწოდებამ 10,5 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. გაზსადენის წლიური სიმძლავრე 16,2 მილიარდი კუბური მეტრია, ე.წ. ...

Read More »
ერდოღანის ბრძანებით ბოსფორისა და დარდანელის სტურეები რუსული გემებისთვის დაიხურა

ერდოღანი: შავი ზღვის საბადოებიდან გაზს თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი 2023 წელს მიიღებს

თურქეთმა შავი ზღვის ფსკერზე 170-კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობა დაიწყო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შავი ზღვის საქარიას საბადოდან გაზი თურქეთის მომხმარებლებისთვის 2023 წლის პირველ კვარტალში გახდება ხელმისაწვდომი. მისი თქმით, პირველ ეტაპზე დღეში დაახლოებით 10 მილიონი კუბური მეტრი გაზის წარმოებაა შესაძლებელი. პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი გეგმავს საქარიას საბადოდან 2026 წლისთვის ბუნებრივი აირის მოპოვების მაქსიმალურ დონეს მიაღწიოს. ამასთან, განაცხადა, რომ ანკარა ენერგეტიკას რეგიონული თანამშრომლობის გასაღებად განიხილავს და არა როგორც ...

Read More »

ევროკომისიის პრეზიდენტი: კრემლმა რუსულ წიაღისეულ საწვავზე ჩვენი დამოკიდებულება ჩვენს დასაშანტაჟებლად გამოიყენა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის შანტაჟის საპასუხოდ, ევროკავშირს ისრაელთან ენერგეტიკული თანამშრომლობის გაძლიერება სურს. „კრემლმა რუსულ წიაღისეულ საწვავზე ჩვენი დამოკიდებულება ჩვენს დასაშანტაჟებლად გამოიყენა“, – აღნიშნა ისრაელში ვიზიტით მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა. „[უკრაინაში] ომის დაწყებიდან რუსეთმა მიზანმიმართულად შეწყვიტა გაზის მიწოდება პოლონეთისთვის, ბულგარეთისა და ფინეთისთვის, ჰოლანდიური და დანიური კომპანიებისთვის, რაც უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის პასუხი იყო“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ...

Read More »
აშშ-ი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას ორი წლის შემდეგ შეძლებს

რუსეთი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ ბუნებრივი აირის მიწოდებას 40 პროცენტით ამცირებს

რუსეთი 40 პროცენტით ამცირებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ ბუნებრივი აირის მიწოდებას. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ კომპანია „გაზპრომის“ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვით, დღიურად 167 მილიონი კუბური მეტრის ნაცვლად, მხოლოდ 100 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდების გარანტირება შეუძლია. კომპანიაში განაცხადეს, რომ ამის მიზეზი გერმანული კონცერნის – „სიმენსის“ მხრიდან საჭირო ნაწილების დაგვიანებაა, რის გამოც „პორტოვაიას“ სადგურზე ...

Read More »

ავსტრიაში 2023 წლიდან გაზის გამაცხელებელი ქვაბების დაყენება აიკრძალა

ავსტრიის ახლადაშენებულ სახლებსა და ბინებში გაზის ქვაბებს უკვე 2023 წლიდან ვეღარ დააყენებენ. ქვეყანა რუსულ გაზზე ჭიპლარითაა მიბმული – გაზის 80%-ზე მეტი სწორედ აქედან მოდის. ხოლო მოხმარების 1/3-ს სწორედ კერძო გამათბობლები შეადგენენ, რომელიც მილიონამდე ავსტრიულ ოჯახს ემსახურება. მთავრობა გაზის გამათბობლების აკრძალვას 2025 წელს გეგმავდა, მაგრამ ომმა – და რუსული კლანჭებიდან გათავისუფლების სურვილმა – თარიღი 2023-მდე ჩამოსწია. უკვე აკრძალულია ქვანახშირზე და ნავთობპროდუქტებზე ...

Read More »

მოლდოვა აზერბაიჯანისგან ბუნებრივი აირის შეძენის საკითხს განიხილავს

მოლდოვა აზერბაიჯანისგან ბუნებრივი აირის შეძენის საკითხს განიხილავს. მოლდოვური მედიის ცნობით, ამის შესახებ მოლდოვის ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, ანდრეი სპინუმ ტელეკომპანია TV8-ის ეთერში განაცხადა. სპინუს თქმით, აზერბაიჯანისგან გაზის შეძენა ქვეყანას ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიცირების საშუალებას მისცემს. „მოლდოვას აქვს აზერბაიჯანისგან გაზის მიღების შანსი. მოლდოვას აქვს რეალური შანსი, გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიცირება მოახდინოს და ეს ადრე თუ გვიან, მოხდება. არ დავასახელებ ვადებს, თუმცა ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

WEG: რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტი იზრდება

რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტი საქართველოში 2018-2020 წლებში 39 მილიონი მ3-დან 204 მილიონ მ3-მდე გაიზარდა, რაც ქვეყანაში გაზის მოხმარების 7.6%-ს შეადგენს. საქართველოს საყოფაცხოვრებო სექტორში (ისევე როგორც კომერციულ სექტორში) მკვეთრად იზრდება ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის მოხმარება (მოხმარებული ელექტროენერგიის ნაწილს კი თბოსადგურები გამოიმუშავებენ იმპორტირებული გაზით), რის გამოც, ბოლო წლებში, რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტის ზრდა შეინიშნება (2021 წელს 14-15 % იმპორტი). რუსული გავლენის ბერკეტები ...

Read More »