1986 წლის 26 აპრილის გამთენიისას, უკრაინაში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აფეთქდა. მრავალი ექსპერტის აზრით, ეს მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე საზარელი ბირთვული კატასტროფა იყო. მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევებისა და სამთავრობო გამოძიების შემდეგ, ჩერნობილის კატასტროფის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა — განსაკუთრებით კი დაზარალებულთა ჯანმრთელობაზე მასიური რადიაციული გაჟონვის გრძელვადიანი გავლენის შესახებ. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური უკრაინის დედაქალაქ კიევიდან დაახლოებით 130 კილომეტრით ჩრდილოეთით მდებარეობს, ბელარუსთან საზღვრის სამხრეთით. ...
Read More »