რუსმა სამხედროებმა კიევში რადიოაქტიური ობიექტი დაბომბეს – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციაზე დაყრდნობით ავრცელებს:
“2022 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით, კიევის დროით 01:20 საათისთვის, კიევის მასობრივი დაბომბვის შედეგად რუსეთის ფედერაციისთვის ხელმისაწვდომი ყველა ტიპის საზენიტო და სარაკეტო იარაღით, ჭურვები მოხვდა კიევის რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ადგილს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მიუხედავად მომხდარი ფაქტისა, მოსახლეობას რადიოაქტიური ობიექტის დაბომბვის გამო საფრთხე არ ემუქრება, რადგან რადიაციული ფონი არ გაზრდილა.