ატომური ელექტროსადგურის უიარაღო თანამშრომლები რუსეთის ჯარს წინ აღუდგნენ

სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის სადგურის თანამშრომლები სადგურის დასაცავად გარეთ გამოვიდნენ მას შემდეგ, რაც მიიღეს ცნობა, რომ რუსი სამხედროები, შესაძლოა, თავს დაესხან.

სადგური ქალაქ ენერგოდარშია განთავსებული.

ვიდეომასალასას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო ავრცელებს. ვიდეოზე ჩანს, რომ უარაღო მოქალაქეებს ატომური ელექტროადგურის მისასვლელი ცოცხალი ძალით აქვთ ჩახერგილი.

როგორც UNIAN ადგილობრივ ოფიციალურ წარმომადგენლობაზე წერს, ქალაქის ბლოკპოსტთან ასევე შეიკრიბნენ მოქალაქეებიც.

ქალაქი ენერგოდარი უკრაინის სამხრეთით, ზაპოროჟიესა და ხერსონს შორის მდებარეობს.

 

Leave a Reply